ავიაკომპანია FlyArystan ქუთაისში ყაზახეთის კიდევ ერთი ქალაქიდან იფრენს

© photo: Sputnik / Stringerქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2023
გამოწერა
საქართველო ყაზახეთისთვის არის საინტერესო, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მიმზიდველი მიმართულება, აღნიშნა ქარქაშაძემ.
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan 4 ივნისს დაამატებს რიგით მეხუთე მიმართულებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში – ალმათიდან, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრეს-სამსახური.
ყაზახეთის უდიდეს ქალაქში ქუთაისიდან კვირაში ორი რეისი შესრულდება - ოთხშაბათობით და კვირაობით. რეისები А320 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება.

„შედეგად ქუთაისიდან, ფაქტობრივად, სრულად დაიფარება ყაზახეთის ქალაქები. ცენტრალური აზია ახალი მიმართულებაა ქუთაისის აეროპორტისთვის და, ზოგადად, იმერეთის მხარისთვის“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.

მისი თქმით, გამოცდილებამ აჩვენა, რომ საქართველო ყაზახეთისთვის არის საინტერესო, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მიმზიდველი მიმართულება.
ავიაკომპანია ყაზახეთიდან ქუთაისის მიმართულებით კვირაში სულ 15 რეისს შეასრულებს.
ამ დროისთვის FlyArystan ასრულებს პირდაპირ რეისებს ქუთაისში ასტანიდან, ატირაუდან, აქთაუდან და შიმკენტიდან.
ყველა ახალი ამბავი
0