https://sputnik-georgia.com/20230213/chxaidzem-koronavirusis-dasrulebis-periodi-daasaxela-274831519.html
ჩხაიძემ კორონავირუსის პანდემიის დასრულების პერიოდი დაასახელა
ჩხაიძემ კორონავირუსის პანდემიის დასრულების პერიოდი დაასახელა
Sputnik საქართველო
„ომიკრონის" ახალი სუბვარიანტი „კრაკენი" მსოფლიოს 38 ქვეყანაშია დაფიქსირებული. 13.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-13T18:16+0400
2023-02-13T18:16+0400
2023-08-17T18:17+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708712_0:0:3079:1731_1920x0_80_0_0_997c091e3d0d7a0385200b9bb765677d.jpg
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში კორონავირუსის შემთხვევების ზრდაა მოსალოდნელი, თუმცა, შესაძლოა, 2023 წელი იყოს პანდემიის ბოლო წელი, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.ამასთან, ჩხაიძემ დაამატა, რომ მოსალოდნელია ახალი შემთხვევების და არა ჰოსპიტალიზაციის ან ლეტალობის ზრდა.ჩხაიძის განმარტებით, კორონავირუსის ახალი შტამი „კრაკენი" მიმდინარეობის სიმძიმით არ გამოირჩევა, თუმცა გადადების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება, რის გამოც ჯანმომ პანდემიის დასრულების გამოცხადებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა.„კრაკენი" პირველად აშშ-ში გასული წლის ოქტომბერში დაფიქსირდა და ის წინა შტამებთან შედარებით ყველაზე გადამდებია.მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პრევენციის საშუალება ვაქცინაციაა, განსაკუთრებით, რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის. საუბარია ვაქცინების მესამე და მეოთხე დოზებზე.„ომიკრონის" ახალი სუბვარიანტი „კრაკენი" მსოფლიოს 38 ქვეყანაშია დაფიქსირებული. იანვარში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მცირე მატება დაფიქსირდა, თუმცა, დღიური შემთხვევების რაოდენობამ 200-300-ს არ გადააჭარბა. საქართველოში კორონავირუსზე დღეში საშუალოდ 6-7 ათასი ტესტირება კეთდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708712_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_4b1e98964700ab421f69eb25af74eecc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
ჩხაიძემ კორონავირუსის პანდემიის დასრულების პერიოდი დაასახელა
18:16 13.02.2023 (განახლებულია: 18:17 17.08.2023) „ომიკრონის" ახალი სუბვარიანტი „კრაკენი" მსოფლიოს 38 ქვეყანაშია დაფიქსირებული.
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში კორონავირუსის შემთხვევების ზრდაა მოსალოდნელი, თუმცა, შესაძლოა, 2023 წელი იყოს პანდემიის ბოლო წელი, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
ამასთან, ჩხაიძემ დაამატა, რომ მოსალოდნელია ახალი შემთხვევების და არა ჰოსპიტალიზაციის ან ლეტალობის ზრდა.
ჩხაიძის განმარტებით, კორონავირუსის ახალი შტამი „კრაკენი" მიმდინარეობის სიმძიმით არ გამოირჩევა, თუმცა გადადების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება, რის გამოც ჯანმომ პანდემიის დასრულების გამოცხადებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა.
„კრაკენი" პირველად აშშ-ში გასული წლის ოქტომბერში დაფიქსირდა და ის წინა შტამებთან შედარებით ყველაზე გადამდებია.
„ამ ვარიანტის გადამდებობიდან გამომდინარე, ჯანმოს და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრებს აქვთ მოლოდინი, რომ შეიძლება ამ ვარიანტის უკან იდგეს შემთხვევების მკვეთრი მატება, როგორც 2022 წლის ზაფხულში იყო. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ეს ვარიანტი მიმდინარეობის სიმძიმით არ გამოირჩევა, არ იწვევს ქვემო სასუნთქი გზების დაზიანებას და ლეტალობაც ნაკლებია, იგი გართულებების გამომწვევი შეიძლება აღმოჩნდეს რისკ-ჯგუფებში შემავალი პირებისთვის", – განაცხადა ჩხაიძემ პრეს-ცენტრ „მთავარში".
მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პრევენციის საშუალება ვაქცინაციაა, განსაკუთრებით, რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის. საუბარია ვაქცინების მესამე და მეოთხე დოზებზე.
„ომიკრონის" ახალი სუბვარიანტი „კრაკენი" მსოფლიოს 38 ქვეყანაშია დაფიქსირებული. იანვარში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მცირე მატება დაფიქსირდა, თუმცა, დღიური შემთხვევების რაოდენობამ 200-300-ს არ გადააჭარბა. საქართველოში კორონავირუსზე დღეში საშუალოდ 6-7 ათასი ტესტირება კეთდება.