შეერთებულმა შტატებმა თავის მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა - რუსეთის რეაქცია

© photo: Sputnik / Vitaiy Belousovმოსკოვის კრემლი
მოსკოვის კრემლი - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2023
გამოწერა
აშშ-ის საელჩომ ორმაგი – აშშ-ის და რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირები გააფრთხილა, რომ რუსეთმა ისინი შეიძლება მობილიზაციას დაუქვემდებარონ.G
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის საელჩოს მიმართვა ამერიკის მოქალაქეებისადმი – რომ მათ დატოვონ რუსეთი და არ ეწვიონ ქვეყანას, ნოვაცია არ არის, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
მანამდე აშშ-ის საელჩომ რუსეთში თავის მოქალაქეებსა და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან უკრაინაში კონფლიქტის „არაპროგნოზირებადი შედეგების“ გამო, ხოლო მათ, ვინც უკვე იმყოფება მის ტერიტორიაზე, სასწრაფოდ დატოვონ ქვეყანა.

„ასეთი მოწოდებები, რომ არ ესტუმროთ რუსეთს და დატოვეთ რუსეთი, პირველად არ გვესმის. სახელმწიფო დეპარტამენტმაც ბოლო პერიოდში არაერთხელ განაცხადა ამის შესახებ. ამიტომ ეს რამე ნოვაცია არ არის“, – განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა მოწოდების ნაწილზე, რომელიც ეხება როგორც ამერიკის მოქალაქეებს, ისე ორმაგი – აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებს.
„ის მოქალაქეები, რომლებიც არიან რუსეთის მოქალაქეები, ჩვენთვის, პირველ რიგში, არიან რუსეთის მოქალაქეები იმისდა მიუხედავად, თუ რომელი მოქალაქეობა აქვთ მეორე“, – განაცხადა პესკოვმა.
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2023
პესკოვმა მოლაპარაკებებზე უკრაინის უარის მიზეზი დაასახელა
აშშ-ის საელჩომ თავისი მოწოდების არგუმენტად, არ ეწვიონ რუსეთს და დატოვონ ეს ქვეყანა, მოიყვანა ის, რომ იქ ამერიკის მოქალაქეებს შეიძლება „უარი უთხრან აშშ-ის საკონსულოს დახმარების ხელმისაწვდომობაზე, მოაქციონ მობილიზაციის ქვეშ, დაბრკოლებები შეუქმნან რუსეთიდან გასვლაზე ან გაიწვიონ ისინი სამხედრო სამსახურში“.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ეს იყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და „უკრაინული ტერიტორიების დაპყრობა რუსეთის გეგმებში არ შედის“. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0