საქართველოში მიწისძვრა მოხდა

CC BY-SA 2.0 / Ken Lund / Seismographsსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2023
გამოწერა
იმავე ლოკაციაზე რამდენიმე წუთში, 12:21 საათზე კიდევ ერთი ბიძგი დაფიქსირდა, რომლის მაგნიტუდა 3,3 ბალს შეადგენდა.
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. საქართველოში 12:07 საათზე 4,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისძვრა დაბა ჩოხატაურიდაან სამხრეთით 18 კილომეტრში, კურორტ ბახმაროდან 2 კილომეტრში მოხდა.
კერა 6 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.
იმავე ლოკაციაზე რამდენიმე წუთში, 12:21 საათზე კიდევ ერთი ბიძგი დაფიქსირდა, რომლის მაგნიტუდაც 3,3 ბალს შეადგენდა. ბიძგის კერა 10 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
კურორტ ბახმაროს მიდამოებში მიწისძვრა ასევე შაბათს, 11 თებერვალს მოხდა.
წყარო - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
ყველა ახალი ამბავი
0