https://sputnik-georgia.com/20230212/rmertis-garese-cxovreba-adamians-gakotrebamde-da-sicarielemde-miiyvans-meufe-sio-274801704.html
ღმერთის გარეშე ცხოვრება ადამიანს გაკოტრებამდე და სიცარიელემდე მიიყვანს - მეუფე შიო
ღმერთის გარეშე ცხოვრება ადამიანს გაკოტრებამდე და სიცარიელემდე მიიყვანს - მეუფე შიო
Sputnik საქართველო
მართლმადიდებელი ქრისტიანები ემზადებიან დიდი მარხვისთვის, სწორედ ამას მიუძღვნა დღევანდელი ქადაგება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ 12.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-12T23:25+0400
2023-02-12T23:25+0400
2023-02-12T23:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266356963_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_0f653a6695b5cba373e857523974d856.jpg
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრების ღმერთის გარეშე მოწყობას გეგმავს, აუცილებლად მივა გაკოტრებამდე და სიცარიელემდე, ამის შესახებ განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დღევანდელი ქადაგებისას.უძღები შვილის კვირა არის მეორე იმ ოთხი კვირიდან, რომელიც სააღდგომო მარხვის მოსამზადებელ წინაპერიოდს წარმოადგენს. პირველი იყო კვირა მეზვერისა და ფარისევლისა, მესამე - ყველიერის კვირა - ხსენება საშინელი სამსჯავროსი და ბოლო კვირიაკე (კვირა დღე) - მიტევებისა და ადამის სამოთხიდან განდევნისა. უძღები შვილის იგავი მოგვითხრობს ადამიანზე, რომელსაც ორი ვაჟი ჰყავდა. უმცროსმა მამას თავისი წილი ქონება სთხოვა და უცხო ქვეყანაში გაფლანგა, შემდეგ კი უმძიმესი გაჭირვება გამოიარა.დიდი მარხვა: კვების კალენდარი დღეების მიხედვით >>მისი თქმით, ადამიანებმა უნდა გამოიტანონ გაკვეთილი უძღები შვილის იგავიდან და გაიაზრონ, რომ მხოლოდ შორეულ ქვეყანაში თუ მიხვდება ადამიანი, რაში მდგომარეობს სინანულის არსი და რა არის ქრისტიანობა.„აი, უცებ ადამიანი ამას აცნობიერებს, რამდენი რამ მომცა მე ღმერთმა. პირველ რიგში, რა მოგვცა ჩვენ უფალმა? მოგვცა თავის ძეში, უფალ იესო ქრისტეში ახალი ცხოვრება, მარადიული ცხოვრება, სასუფეველი, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში. ჩვენ მოგვმადლა უფალმა ღმერთის შეცნობის შესაძლებლობა და აი, ამ შეცნობაში ის, რომ ვიწოდოთ ღმერთის შვილებად, მოსიყვარულე შვილებად“, - ბრძანა მეუფე შიომ.მეუფე შიომ მოუწოდა მრევლს, უკეთესობისკენ შეცვალონ თავისი ცხოვრება, როგორც ეს გააკეთა უძღებმა შვილმა, რომელმაც გაიაზრა, რომ არ უცხოვრია ისე, როგორც ღმერთის შვილს უნდა ეცხოვრა, იგი გონს მოეგო და მამის სახლში სიხარულით დაბრუნდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266356963_225:0:2956:2048_1920x0_80_0_0_cf2dc1d0b27683685b637b8bf1fc3af2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია
ღმერთის გარეშე ცხოვრება ადამიანს გაკოტრებამდე და სიცარიელემდე მიიყვანს - მეუფე შიო
მართლმადიდებელი ქრისტიანები ემზადებიან დიდი მარხვისთვის, სწორედ ამას მიუძღვნა დღევანდელი ქადაგება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრების ღმერთის გარეშე მოწყობას გეგმავს, აუცილებლად მივა გაკოტრებამდე და სიცარიელემდე, ამის შესახებ განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დღევანდელი ქადაგებისას.
უძღები შვილის კვირა არის მეორე იმ ოთხი კვირიდან, რომელიც სააღდგომო მარხვის მოსამზადებელ წინაპერიოდს წარმოადგენს. პირველი იყო კვირა მეზვერისა და ფარისევლისა, მესამე - ყველიერის კვირა - ხსენება საშინელი სამსჯავროსი და ბოლო კვირიაკე (კვირა დღე) - მიტევებისა და ადამის სამოთხიდან განდევნისა. უძღები შვილის იგავი მოგვითხრობს ადამიანზე, რომელსაც ორი ვაჟი ჰყავდა. უმცროსმა მამას თავისი წილი ქონება სთხოვა და უცხო ქვეყანაში გაფლანგა, შემდეგ კი უმძიმესი გაჭირვება გამოიარა.
„რას გვეუბნება ჩვენ სახარება? ადამიანი, რომელიც ღმერთის გარეშე გეგმავს და ფიქრობს თავისი ცხოვრების მოწყობას, აუცილებლად, საბოლოოდ, მივა ამ გაკოტრებამდე, სიცარიელემდე, დაანგრევს თავის ცხოვრებას, რისი მომსწრენიც ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, არაერთხელ ვყოფილვართ“, - ბრძანა მეუფე შიომ.
მისი თქმით, ადამიანებმა უნდა გამოიტანონ გაკვეთილი უძღები შვილის იგავიდან და გაიაზრონ, რომ მხოლოდ შორეულ ქვეყანაში თუ მიხვდება ადამიანი, რაში მდგომარეობს სინანულის არსი და რა არის ქრისტიანობა.
„აი, უცებ ადამიანი ამას აცნობიერებს, რამდენი რამ მომცა მე ღმერთმა. პირველ რიგში, რა მოგვცა ჩვენ უფალმა? მოგვცა თავის ძეში, უფალ იესო ქრისტეში ახალი ცხოვრება, მარადიული ცხოვრება, სასუფეველი, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში. ჩვენ მოგვმადლა უფალმა ღმერთის შეცნობის შესაძლებლობა და აი, ამ შეცნობაში ის, რომ ვიწოდოთ ღმერთის შვილებად, მოსიყვარულე შვილებად“, - ბრძანა მეუფე შიომ.
მეუფე შიომ მოუწოდა მრევლს, უკეთესობისკენ შეცვალონ თავისი ცხოვრება, როგორც ეს გააკეთა უძღებმა შვილმა, რომელმაც გაიაზრა, რომ არ უცხოვრია ისე, როგორც ღმერთის შვილს უნდა ეცხოვრა, იგი გონს მოეგო და მამის სახლში სიხარულით დაბრუნდა.