https://sputnik-georgia.com/20230212/ragbi-borjralosnebma-niderlandebis-gundi-gaanadgures-274793512.html
რაგბი: ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდების გუნდი გაანადგურეს
რაგბი: ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდების გუნდი გაანადგურეს
Sputnik საქართველო
ქართველი მორაგბეები ნიდერლანდების გუნდს ექვსჯერ შეხვდნენ, ხუთი მატჩი ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებით დასრულდა 12.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-12T11:18+0400
2023-02-12T11:18+0400
2023-02-12T12:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0e/272151660_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_99f468a7708de6c0ef7a89ed13ac9511.jpg
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ამსტერდამში ნიდერლანდების ნაკრები ანგარიშით 40:8 დაამარცხა.საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი 14-ჯერ აქვს მოგებული. 2018 წლიდან ბორჯღალოსნები პრესტიჟული ტიტულის ერთპიროვნული მფლობელები არიან.გერმანიასთან მოგების შემდეგ (75:12) ლევან მაისაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში ათი ცვლილება შეიტანა. ხაზის მოთამაშეებიდან ძირითად შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ აკა ტაბუცაძემ და ოთხმა მორაგბემ - ნიკა აბულაძემ, კოტე მიქაუტაძემ, გიორგი ცუცქირიძემ და ბექა საგინაძემ შეინარჩუნეს.ქართველი მორაგბეები ნიდერლანდების გუნდს ექვსჯერ შეხვდნენ, ხუთი მატჩი ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი მარცხი 1995 წელს დაფიქსირდა - ეს იყო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი პირველი გასვლითი მატჩი და მეტოქემ ამსტერდამში ანგარიშით 55:3 გაიმარჯვა.ნიდერლანდების ნაკრებმა პირველი ტაიმი ანგარიშით 12:3 წააგო. მასპინძლები მეტოქეზე არანაკლებ სახიფათოდ უტევდნენ, ბორჯღალოსნებმა კი ბევრი შეცდომა დაუშვეს. თუმცა შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრების კლასმა და უპირატესობამ თავისი სათქმელი თქვა.მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 18 თებერვალს სტუმრად ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0e/272151660_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_be56a8861e6924b9ffd8701f864d4c63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
რაგბი: ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდების გუნდი გაანადგურეს
11:18 12.02.2023 (განახლებულია: 12:27 12.02.2023) ქართველი მორაგბეები ნიდერლანდების გუნდს ექვსჯერ შეხვდნენ, ხუთი მატჩი ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებით დასრულდა
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ამსტერდამში ნიდერლანდების ნაკრები ანგარიშით 40:8 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი 14-ჯერ აქვს მოგებული. 2018 წლიდან ბორჯღალოსნები პრესტიჟული ტიტულის ერთპიროვნული მფლობელები არიან.
გერმანიასთან მოგების შემდეგ (75:12) ლევან მაისაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში ათი ცვლილება შეიტანა. ხაზის მოთამაშეებიდან ძირითად შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ აკა ტაბუცაძემ და ოთხმა მორაგბემ - ნიკა აბულაძემ, კოტე მიქაუტაძემ, გიორგი ცუცქირიძემ და ბექა საგინაძემ შეინარჩუნეს.
ქართველი მორაგბეები ნიდერლანდების გუნდს ექვსჯერ შეხვდნენ, ხუთი მატჩი ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი მარცხი 1995 წელს დაფიქსირდა - ეს იყო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი პირველი გასვლითი მატჩი და მეტოქემ ამსტერდამში ანგარიშით 55:3 გაიმარჯვა.
ნიდერლანდების ნაკრებმა პირველი ტაიმი ანგარიშით 12:3 წააგო. მასპინძლები მეტოქეზე არანაკლებ სახიფათოდ უტევდნენ, ბორჯღალოსნებმა კი ბევრი შეცდომა დაუშვეს. თუმცა შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრების კლასმა და უპირატესობამ თავისი სათქმელი თქვა.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 18 თებერვალს სტუმრად ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.