მეჯლისი დადიანების სასახლეში: დოკუმენტურმა ფილმმა ორი ჯილდო მოიპოვა

© photo: Sputnik / Stringerდადიანების სასახლე
დადიანების სასახლე - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2023
გამოწერა
ნამუშევარმა ჯილდო დაიმსახურა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე მიუნხენში, ასევე იაპონიის საერთაშორისო კინოფესტივალზე
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. დადიანების სასახლეში გამართული მეჯლისის შესახებ მომზადებული სატელევიზიო ფილმი 2 პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.
ნამუშევარმა ჯილდო დაიმსახურა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე მიუნხენში (New Wave Short Film Festival), სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში.
© Sputnik / STRINGERДворец князей Дадиани. Внутреннее убранство
Дворец князей Дадиани. Внутреннее убранство - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2023
Дворец князей Дадиани. Внутреннее убранство
მეორე გამარჯვება, რომელიც დადიანების სასახლეში გამართულმა მეჯლისმა მოიპოვა, ესაა ნომინაცია იაპონიის საერთაშორისო კინოფესტივალზე (Japan International Film Festival).
ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტის უნიკალურობისა და ხარისხის გამო ფილმს აჩვენებენ კინოფესტივალის ონლაინ-პლატფორმაზე 4 აპრილს და ის ფართო აუდიტორიისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
© Sputnik / STRINGERდადიანების სასახლე
Дворец князей Дадиани - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2023
დადიანების სასახლე
დოკუმენტური ფილმი ტელეკომპანია „იმედმა“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გადაიღო.
საშობაო მეჯლისის გამართვის ტრადიცია 2021 წელს თითქმის ერთი საუკუნოვანი პაუზის შემდეგ აღდგა.
ყველა ახალი ამბავი
0