https://sputnik-georgia.com/20230212/masstaburi-ekologiuri-proeqti-imeretsi-mdinare-yvirilas-slamisgan-atavisufleben-274791245.html
მასშტაბური ეკოლოგიური პროექტი იმერეთში - მდინარე ყვირილას შლამისგან ათავისუფლებენ
მასშტაბური ეკოლოგიური პროექტი იმერეთში - მდინარე ყვირილას შლამისგან ათავისუფლებენ
Sputnik საქართველო
მდინარე ყვირილას კალაპოტიდან უკვე ამოღებულია დაახლოებით 15 ათასი ტონა შლამი 12.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-12T09:30+0400
2023-02-12T09:30+0400
2023-02-12T09:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
იმერეთი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1c/267931827_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_293d2f658e880b872088188de6c9251b.jpg
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. ქალაქ ჭიათურაში ხორციელდება ფართომასშტაბიანი გარემოსდაცვითი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მდინარე ყვირილას შლამისგან გაწმენდას.ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რომელსაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ახორციელებს, მდინარის კალაპოტიდან ათწლეულების განმავლობაში დალექილი შლამები ამოაქვთ.სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში ყვირილას კალაპოტიდან უკვე ამოღებული და დასაწყობებულია დაახლოებით 15 ათასი ტონა შლამი, რომელსაც მომავალში ეკოლოგიური დანიშნულება ექნება.მდინარის გაწმენდის პირველი ეტაპი თებერვლის ბოლოს დასრულდება, მეორე ეტაპი კი აგვისტოში დაიწყება.შლამი გავრცელებული მასალაა, რომელიც ტალახის 45%-ს შეადგენს. გვხვდება მრავალი მდინარის დელტაში და ქარის შედეგად გროვების სახით. იგი წარმოიქმნება როგორც ძალიან ცხელ კლიმატში (ისეთი პროცესების შედეგად, როგორიცაა კვარცის მარცვლების შეჯახება მტვრის ქარიშხლების დროს), ასევე ძალიან ცივ კლიმატში (ისეთი პროცესების შედეგად, როგორიცაა კვარცის მარცვლების მყინვარული მტვრევა).Georgian Manganese Holding ქვეყანაში მანგანუმის მადნის მთავარი მომპოვებელია. ის ფლობს 11 მაღაროსა და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას. კომპანიაში 3,5 ათასი ადამიანია დასაქმებული.იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საქართველოში, რომლის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო–გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005“, კლინიკა „ფერომედი“. კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევრებში და შვიდ ღია კარიერზე.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1c/267931827_340:0:1780:1080_1920x0_80_0_0_3d22f1d94b1fef72694d5b78774455cc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, იმერეთი , გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, იმერეთი , გარემოს დაცვა და ეკოლოგია
მასშტაბური ეკოლოგიური პროექტი იმერეთში - მდინარე ყვირილას შლამისგან ათავისუფლებენ
მდინარე ყვირილას კალაპოტიდან უკვე ამოღებულია დაახლოებით 15 ათასი ტონა შლამი
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. ქალაქ ჭიათურაში ხორციელდება ფართომასშტაბიანი გარემოსდაცვითი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მდინარე ყვირილას შლამისგან გაწმენდას.
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რომელსაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ახორციელებს, მდინარის კალაპოტიდან ათწლეულების განმავლობაში დალექილი შლამები ამოაქვთ.
სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში ყვირილას კალაპოტიდან უკვე ამოღებული და დასაწყობებულია დაახლოებით 15 ათასი ტონა შლამი, რომელსაც მომავალში ეკოლოგიური დანიშნულება ექნება.
მდინარის გაწმენდის პირველი ეტაპი თებერვლის ბოლოს დასრულდება, მეორე ეტაპი კი აგვისტოში დაიწყება.
შლამი გავრცელებული მასალაა, რომელიც ტალახის 45%-ს შეადგენს. გვხვდება მრავალი მდინარის დელტაში და ქარის შედეგად გროვების სახით. იგი წარმოიქმნება როგორც ძალიან ცხელ კლიმატში (ისეთი პროცესების შედეგად, როგორიცაა კვარცის მარცვლების შეჯახება მტვრის ქარიშხლების დროს), ასევე ძალიან ცივ კლიმატში (ისეთი პროცესების შედეგად, როგორიცაა კვარცის მარცვლების მყინვარული მტვრევა).
Georgian Manganese Holding ქვეყანაში მანგანუმის მადნის მთავარი მომპოვებელია. ის ფლობს 11 მაღაროსა და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას. კომპანიაში 3,5 ათასი ადამიანია დასაქმებული.
იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საქართველოში, რომლის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო–გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005“, კლინიკა „ფერომედი“. კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევრებში და შვიდ ღია კარიერზე.