https://sputnik-georgia.com/20230212/martyofsi-34-wlis-mamakcma-megobari-savaraudod-ewvianobis-niadagze-mokla-274798695.html
მარტყოფში 34 წლის მამაკაცმა მეგობარი, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა
მარტყოფში 34 წლის მამაკაცმა მეგობარი, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 12.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-12T17:40+0400
2023-02-12T17:40+0400
2023-02-12T18:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_58da268dac1f08c286879a90833de761.jpg
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნიკოლოზ სახლთხუციშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.ბრალდებულს გამოძიება განზრახ მკვლელობას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს, რომ სახლთხუციშვილის მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობდა და 3.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება ითხოვა, თუმცა მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.როგორც საქმის პროკურორმა გიორგი ღონღაძემ განაცხადა, ბრალდებულმა მეგობარი, გოჩა ჯერენაშვილი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.შემთხვევა 9 თებერვალს მარტყოფში, ღვთისმშობლის ეკლესიის მიმდებარედ მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_9a8ca95f4f1dcbf16b947626b9bb6146.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
მარტყოფში 34 წლის მამაკაცმა მეგობარი, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა
17:40 12.02.2023 (განახლებულია: 18:49 12.02.2023) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნიკოლოზ სახლთხუციშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ბრალდებულს გამოძიება განზრახ მკვლელობას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს, რომ სახლთხუციშვილის მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობდა და 3.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება ითხოვა, თუმცა მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
როგორც საქმის პროკურორმა გიორგი ღონღაძემ განაცხადა, ბრალდებულმა მეგობარი, გოჩა ჯერენაშვილი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.
შემთხვევა 9 თებერვალს მარტყოფში, ღვთისმშობლის ეკლესიის მიმდებარედ მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.