https://sputnik-georgia.com/20230212/irakli-raribasvilma-seafasa-bakurianis-mzadyofna-fristailis-cempionatistvis-274793835.html
ირაკლი ღარიბაშვილმა შეაფასა ბაკურიანის მზადყოფნა ფრისტაილის ჩემპიონატისთვის
ირაკლი ღარიბაშვილმა შეაფასა ბაკურიანის მზადყოფნა ფრისტაილის ჩემპიონატისთვის
Sputnik საქართველო
ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატზე სპორტის შვიდ სახეობაში 30 შეჯიბრება გაიმართება. 12.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-12T11:34+0400
2023-02-12T11:34+0400
2023-02-12T11:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0c/274792416_0:55:1024:631_1920x0_80_0_0_e8ada5496e3867a1d73249fcc85a9946.jpg
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. ველოდებით მსოფლიო ჩემპიონატის სტარტს - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ერთად ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით სამუშაოებს გაეცნო.საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) 2023 წლის 18 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ბაკურიანში გაიმართება ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 42 ქვეყნიდან 700 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო ჩემპიონატზე სპორტის შვიდ სახეობაში 30 შეჯიბრება გაიმართება.როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციისთვის საერთო ჯამში 270 მლნ ლარზე მეტი გამოიყო.„ყველაფერი, რაც აქ გაკეთდა, დარჩება ბაკურიანს და საქართველოს. ჯამში 270 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა ჩვენი მთავრობის მიერ და ეს უნიკალური ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სისტემები მოეწყო იმისთვის, რომ ღირსეულად ჩავატაროთ მსოფლიო ჩემპიონატი“, - განაცხადა პრემიერმა.საერთაშორისო ფედერაციამ შეაფასა საქართველოს მზადება ფრისტაილის ჩემპიონატისთვის >>მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა სპეციალურად მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენებული დიდველის ახალი ტრასა დაათვალიერა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბაკურიანი მზად უნდა იყოს მნიშვნელოვანი სპორტული შეჯიბრებების ჩასატარებლად.თებერვლის პირველ რიცხვებში საქართველომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისგან მიიღო ძალიან მაღალი შეფასება მსოფლიო ჩემპიონატისთვის შესრულებულ მოსამზადებელ სამუშაოებზე.მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარდება 30 შეჯიბრი 7 სახეობაში. ბაკურიანში, სადაც წელს ფრისტალის მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს, უკვე დამონტაჟებულია 29 კმ-ნი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, სამი საბაგირო, 307 ათასი კუბური მეტრის მოცულობის ორი წყლის რეზერვუარი, ექვსი ახალი ტრასა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0c/274792416_56:0:969:685_1920x0_80_0_0_1803d9b1f52a908afb64a44e4b4b401d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილმა შეაფასა ბაკურიანის მზადყოფნა ფრისტაილის ჩემპიონატისთვის
ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატზე სპორტის შვიდ სახეობაში 30 შეჯიბრება გაიმართება.
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. ველოდებით მსოფლიო ჩემპიონატის სტარტს - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ერთად ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით სამუშაოებს გაეცნო.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) 2023 წლის 18 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ბაკურიანში გაიმართება ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 42 ქვეყნიდან 700 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო ჩემპიონატზე სპორტის შვიდ სახეობაში 30 შეჯიბრება გაიმართება.
„სამი ახალი საბაგირო ავაშენეთ, 6 ახალი ტრასა მოეწყო და 30 კილომეტრის მანძილზე ახალი გათოვლიანების სისტემა. ეს არის ყველაზე თანამედროვე სისტემა, რომელიც დამონტაჟდა ბაკურიანში... დიდი პატივია, რომ ვუმასპინძლოთ ამ ჩემპიონატს“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციისთვის საერთო ჯამში 270 მლნ ლარზე მეტი გამოიყო.
„ყველაფერი, რაც აქ გაკეთდა, დარჩება ბაკურიანს და საქართველოს. ჯამში 270 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა ჩვენი მთავრობის მიერ და ეს უნიკალური ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სისტემები მოეწყო იმისთვის, რომ ღირსეულად ჩავატაროთ მსოფლიო ჩემპიონატი“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა სპეციალურად მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენებული დიდველის ახალი ტრასა დაათვალიერა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბაკურიანი მზად უნდა იყოს მნიშვნელოვანი სპორტული შეჯიბრებების ჩასატარებლად.
„ასევე გეტყვით, რომ ჩვენ დავიწყეთ მზადება 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩასატარებლად. ვგეგმავთ მოვაწყოთ, აღვადგინოთ ტრამპლინები, სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნება ამ ოლიმპიადის ფარგლებში. და ბაკურიანი უნდა იყოს მუდმივად მზად იმისთვის, რომ უმასპინძლოს ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატებს“, - განაცხადა პრემიერმა.
თებერვლის პირველ რიცხვებში საქართველომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისგან მიიღო ძალიან მაღალი შეფასება მსოფლიო ჩემპიონატისთვის შესრულებულ მოსამზადებელ სამუშაოებზე.
მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარდება 30 შეჯიბრი 7 სახეობაში. ბაკურიანში, სადაც წელს ფრისტალის მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს, უკვე დამონტაჟებულია 29 კმ-ნი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, სამი საბაგირო, 307 ათასი კუბური მეტრის მოცულობის ორი წყლის რეზერვუარი, ექვსი ახალი ტრასა.