https://sputnik-georgia.com/20230212/12-tebervals-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-274782949.html
12 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
12 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 12 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 12.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-12T00:15+0400
2023-02-12T00:15+0400
2023-02-12T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24769/70/247697029_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_bbb25620f51e3f51179818b43df94872.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ11-19 თებერვალიეს პერიოდი მერწყულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.ამ პერიოდში დაბადებულთა ხასიათს იდუმალი მთვარე მბრძანებლობს, ამკობს მათ რიდით, მგრძნობიარობით, სიმართლით. მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა. ხანდახან სიჯიუტესა და უდრეკობას ამჟღავნებენ. მათი არსება გამუდმებით ეჭვებით ან დაუკმაყოფილებლობის გრძნობითაა სავსე.მნიშვნელოვანი წლებია: 8, 16, 24, 32, 40, 42, 48, 56, 64, 72.ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა წეროტურფა.ისინი გამოირჩევიან მოკრძალებითა და მომხიბლაობით, შესაშურია მათი შრომისმოყვარეობა, გამოირჩევიან ძლიერი ენერგეტიკით. ბუნებამ ისინი ფიზიკური ავადმყოფობებისა და სულიერი ჭრილობების განკურნების ნიჭით დააჯილდოვა. მათგან სტაბილურობისა და სიმშვიდის შეგრძნება მომდინარეობს.12 თებერვალს დაბადებულები12 თებერვალს ძლიერი და ნიჭიერი ადამიანები იბადებიან, ისინი წარმატებული, სიყვარულითა და იღბლით განებივრებულები არიან. ამ ადამიანებს შეუძლიათ სახელი გაითქვან, პატივისცემა მოიპოვონ. არიან შრომისმოყვარენი და საქმიანი. გარშემომყოფებს მათზე დაყრდნობა ყოველთვის შეუძლიათ. გამოირჩევიან პატიოსნებითა და სამართლიანობით. ნიჭის გამოვლენა შეუძლიათ მუსიკალურ სფეროში, ფერწერასა და ლიტერატურაში.ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>12 თებერვალს დაბადებულების განსაკუთრებული თვისებაა ის, რომ გარშემო ყველაფრის ჰარმონიაში მოყვანა შეუძლიათ, იქნება ეს ნათესავებსა და მეგობრებს შორის გაფუჭებული ურთიერთობების მოგვარება თუ დაპირისპირებული მხარეების დაზავება. ისინი ვერ იტანენ დისონანსს, სულ მცირე უთანხმოებაც კი აღიზიანებთ, ამიტომ გარშემო ყველაფრის მოწესრიგებისკენ ისწრაფვიან. ეს თვისება ხელს უშლის მათ საქმიანობას გუნდში. ისინი ვითარებას საკუთარი ინტერესების პრიზმაში ხედავენ; არ ჩქარობენ ისეთ სიტუაციაში ჩართვას, რაც მათ არ ეხება. რაც შეეხება დამზავებლის როლს, მას შესანიშნავად ართმევენ თავს; თუმცა ხანდახან ასეთი მშვიდობა გარშემომყოფების ინტერესების შელახვის გზით მიიღწევა.მიუხედავად ამისა, 12 თებერვალს დაბადებულები ცდილობენ, თავი მოუყარონ სხვადასხვა თვალსაზრისს და ყველასთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. შემაჯამებელი შედეგის მისაღწევად გარშემომყოფებზე გავლენას ახდენენ, რომ მისი არჩეული გზით აიძულონ სვლა. ამ დღეს დაბადებულები მრავალმხრივ განვითარებული პიროვნებები არიან, რაც საკუთარი შესაძლებლობების სხვადასხვა სფეროში გამოყენების საშუალებას აძლევს. ხანდახან თავიანთ ენერგიას მიმართავენ კარიერულ ზრდაზე, ხანდახან - პირად ცხოვრებაზე და ამისთვის ძალებს არ იშურებენ. ნებისმიერ საქმეში მიზნისკენ ჯიუტად მიდიან, არ სჩვევიათ ჩანაფიქრზე უარის თქმა, ვერც კი წარმოუდგენია; და ხასიათის ეს თვისება მათ არცთუ ცოტა პრობლემას უქმნის. სირთულეები მათთვის კედელია, რომლის თავით განგრევა ურჩევნიათ, ვიდრე მისთვის გვერდის ავლა კომპრომისის სახით.შეყვარებულებისთვის: როგორი სიყვარული შეუძლიათ ზოდიაქოს ნიშნებს>>სამყაროზე ფილოსოფიური შეხედულებები 12 თებერვალს დაბადებულებს ჰარმონიული არსებობის შესაძლებლობებს უხსნის. დრო მათ სიჯიუტეს, მტკიცებულებებს აშალაშინებს. განათლებული პიროვნებები ადვილად იცვლიან პრიორიტეტებს, თუ ესმით, რომ უფრო სასარგებლო იდეები არსებობს. კონფლიქტის მხარეების შესარიგებლად მათ მთების გადადგმა შეუძლიათ და მათი მცდელობის შედეგი ყოველთვის დადებითია. თუმცა, პირად ცხოვრებაში კომპრომისის პოვნა ხშირად უჭირთ. ისინი მამაცი ადამიანების რიგს განეკუთვნებიან და ხანდახან ამ სითამამეს გმირობაც შეიძლება ვუწოდოთ.ჯანმრთელობა12 თებერვალს დაბადებულები საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღებას აქცევენ. ბუნებამ ისინი კარგი ჯანმრთელობით დააჯილდოვა, ამიტომ ჩივილი არ სჩვევიათ. მათთვის დილა იმის მანიშნებელია, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი არიან და ამაზე ყურადღების გამახვილებას არ აპირებენ. და ეს ნორმალური დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ მანამდე გრძელდება, სანამ ორგანიზმიდან საგანგაშო სიგნალები არ წამოვა. ამას კი აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ ყველაფერი სერიოზულ პრობლემებში არ გადაიზარდოს. ამ დღეს დაბადებულთა ცხოვრებაში დიეტა არცთუ ცოტა როლს ასრულებს. საკვებში შეზღუდვები მათ არა აქვთ, თუ არაფერი აწუხებთ, ამიტომ შეიძლება ზედმეტიც მოუვიდეთ. უნდა ერიდონ არაჯანსაღი საკვების მიღებას. უნდა ჰქონდეთ განტვირთვის დღეები. ფიზიკური დატვირთვის მხრივ სპორტის ნებისმიერი სახეობა შეუძლიათ აირჩიონ.რჩევა:გულგახსნილობა და ობიექტურობა - აი, სამყაროსთან ურთიერთობების თქვენი საშუალებები. პერიოდულად გადახედეთ თქვენს ფასეულობათა გრადაციას, ნუ იქნებით ჯიუტი საკითხებში, როდესაც საჭიროა მოძველებული ან არასწორი შეხედულებების შეცვლა. ხანდახან სირბილეა საჭირო გამარჯვებისთვის, რადგან ესეც ძალის გამოვლენაა. კრიტიკა მხოლოდ უკიდურესი შემთხვევებისთვის შემოინახეთ, მან შეიძლება ბევრი რამ გააფუჭოს.
https://sputnik-georgia.com/20210121/merwyuli-zogadi-daxasiaTeba-250655076.html
https://sputnik-georgia.com/20200218/zodiaqos-niSnebis-momTxovneloba-247746181.html
https://sputnik-georgia.com/20220728/dieta-zodiaqos-nisnebistvis-268952562.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24769/70/247697029_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_93e919e4e36438406a69b25fb91ee474.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
12 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 12 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
ეს პერიოდი მერწყულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულთა ხასიათს იდუმალი მთვარე მბრძანებლობს, ამკობს მათ რიდით, მგრძნობიარობით, სიმართლით. მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა. ხანდახან სიჯიუტესა და უდრეკობას ამჟღავნებენ. მათი არსება გამუდმებით ეჭვებით ან დაუკმაყოფილებლობის გრძნობითაა სავსე.
მნიშვნელოვანი წლებია: 8, 16, 24, 32, 40, 42, 48, 56, 64, 72.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა წეროტურფა.
ისინი გამოირჩევიან მოკრძალებითა და მომხიბლაობით, შესაშურია მათი შრომისმოყვარეობა, გამოირჩევიან ძლიერი ენერგეტიკით. ბუნებამ ისინი ფიზიკური ავადმყოფობებისა და სულიერი ჭრილობების განკურნების ნიჭით დააჯილდოვა. მათგან სტაბილურობისა და სიმშვიდის შეგრძნება მომდინარეობს.
12 თებერვალს დაბადებულები
12 თებერვალს ძლიერი და ნიჭიერი ადამიანები იბადებიან, ისინი წარმატებული, სიყვარულითა და იღბლით განებივრებულები არიან. ამ ადამიანებს შეუძლიათ სახელი გაითქვან, პატივისცემა მოიპოვონ. არიან შრომისმოყვარენი და საქმიანი. გარშემომყოფებს მათზე დაყრდნობა ყოველთვის შეუძლიათ. გამოირჩევიან პატიოსნებითა და სამართლიანობით. ნიჭის გამოვლენა შეუძლიათ მუსიკალურ სფეროში, ფერწერასა და ლიტერატურაში.
12 თებერვალს დაბადებულების განსაკუთრებული თვისებაა ის, რომ გარშემო ყველაფრის ჰარმონიაში მოყვანა შეუძლიათ, იქნება ეს ნათესავებსა და მეგობრებს შორის გაფუჭებული ურთიერთობების მოგვარება თუ დაპირისპირებული მხარეების დაზავება.
ისინი ვერ იტანენ დისონანსს, სულ მცირე უთანხმოებაც კი აღიზიანებთ, ამიტომ გარშემო ყველაფრის მოწესრიგებისკენ ისწრაფვიან. ეს თვისება ხელს უშლის მათ საქმიანობას გუნდში. ისინი ვითარებას საკუთარი ინტერესების პრიზმაში ხედავენ; არ ჩქარობენ ისეთ სიტუაციაში ჩართვას, რაც მათ არ ეხება. რაც შეეხება დამზავებლის როლს, მას შესანიშნავად ართმევენ თავს; თუმცა ხანდახან ასეთი მშვიდობა გარშემომყოფების ინტერესების შელახვის გზით მიიღწევა.
მიუხედავად ამისა, 12 თებერვალს დაბადებულები ცდილობენ, თავი მოუყარონ სხვადასხვა თვალსაზრისს და ყველასთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. შემაჯამებელი შედეგის მისაღწევად გარშემომყოფებზე გავლენას ახდენენ, რომ მისი არჩეული გზით აიძულონ სვლა.
ამ დღეს დაბადებულები მრავალმხრივ განვითარებული პიროვნებები არიან, რაც საკუთარი შესაძლებლობების სხვადასხვა სფეროში გამოყენების საშუალებას აძლევს. ხანდახან თავიანთ ენერგიას მიმართავენ კარიერულ ზრდაზე, ხანდახან - პირად ცხოვრებაზე და ამისთვის ძალებს არ იშურებენ. ნებისმიერ საქმეში მიზნისკენ ჯიუტად მიდიან, არ სჩვევიათ ჩანაფიქრზე უარის თქმა, ვერც კი წარმოუდგენია; და ხასიათის ეს თვისება მათ არცთუ ცოტა პრობლემას უქმნის. სირთულეები მათთვის კედელია, რომლის თავით განგრევა ურჩევნიათ, ვიდრე მისთვის გვერდის ავლა კომპრომისის სახით.
სამყაროზე ფილოსოფიური შეხედულებები 12 თებერვალს დაბადებულებს ჰარმონიული არსებობის შესაძლებლობებს უხსნის. დრო მათ სიჯიუტეს, მტკიცებულებებს აშალაშინებს. განათლებული პიროვნებები ადვილად იცვლიან პრიორიტეტებს, თუ ესმით, რომ უფრო სასარგებლო იდეები არსებობს. კონფლიქტის მხარეების შესარიგებლად მათ მთების გადადგმა შეუძლიათ და მათი მცდელობის შედეგი ყოველთვის დადებითია. თუმცა, პირად ცხოვრებაში კომპრომისის პოვნა ხშირად უჭირთ. ისინი მამაცი ადამიანების რიგს განეკუთვნებიან და ხანდახან ამ სითამამეს გმირობაც შეიძლება ვუწოდოთ.
12 თებერვალს დაბადებულები საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღებას აქცევენ. ბუნებამ ისინი კარგი ჯანმრთელობით დააჯილდოვა, ამიტომ ჩივილი არ სჩვევიათ. მათთვის დილა იმის მანიშნებელია, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი არიან და ამაზე ყურადღების გამახვილებას არ აპირებენ. და ეს ნორმალური დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ მანამდე გრძელდება, სანამ ორგანიზმიდან საგანგაშო სიგნალები არ წამოვა. ამას კი აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ ყველაფერი სერიოზულ პრობლემებში არ გადაიზარდოს.
ამ დღეს დაბადებულთა ცხოვრებაში დიეტა არცთუ ცოტა როლს ასრულებს. საკვებში შეზღუდვები მათ არა აქვთ, თუ არაფერი აწუხებთ, ამიტომ შეიძლება ზედმეტიც მოუვიდეთ. უნდა ერიდონ არაჯანსაღი საკვების მიღებას. უნდა ჰქონდეთ განტვირთვის დღეები. ფიზიკური დატვირთვის მხრივ სპორტის ნებისმიერი სახეობა შეუძლიათ აირჩიონ.
გულგახსნილობა და ობიექტურობა - აი, სამყაროსთან ურთიერთობების თქვენი საშუალებები. პერიოდულად გადახედეთ თქვენს ფასეულობათა გრადაციას, ნუ იქნებით ჯიუტი საკითხებში, როდესაც საჭიროა მოძველებული ან არასწორი შეხედულებების შეცვლა. ხანდახან სირბილეა საჭირო გამარჯვებისთვის, რადგან ესეც ძალის გამოვლენაა. კრიტიკა მხოლოდ უკიდურესი შემთხვევებისთვის შემოინახეთ, მან შეიძლება ბევრი რამ გააფუჭოს.