https://sputnik-georgia.com/20230211/raribasvili-saqartvelos-xelisuflebam-qveyanasi-omis-tavidan-arideba-moaxerxa-274789846.html
ღარიბაშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში ომის თავიდან არიდება შეძლო
ღარიბაშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში ომის თავიდან არიდება შეძლო
Sputnik საქართველო
პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში. 11.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-11T19:51+0400
2023-02-11T19:51+0400
2023-02-11T19:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252462510_0:39:1280:759_1920x0_80_0_0_1f56ac8d14f4d9ae7d889de23df613b4.jpg
თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ქვეყანაში ომის თავიდან აცილება, მაგრამ მისი კონფლიქტში ჩათრევის მცდელობები არ წყდება, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში.„უკრაინის ხელისუფლების განცხადებები ამ თემაზე ჩვენ პირდაპირ მოვისმინეთ. მათი მიზანი „მეორე ფრონტის“ გახსნა იყო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მისამართით პროვოკაციები არ წყდება.ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე ისაუბრა >>საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი სიტყვებით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა. მან დაასახელა საქართველო, კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი.მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუმცა, მისი თქმით, საქართველო არათუ არ აკეთებს ამას, არამედ ცდილობს რუსეთის პოზიციის გამართლებას.საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციების დაწესებაზე და განაცხადა, რომ ეს საქართველოს უფრო დააზიანებს. საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და ამასთან უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. მისი თქმით, „სპეცოპერაციის“ მიზანი „დონბასის გათავისუფლება და ისეთი პირობების შექმნაა, რომელიც თავად რუსეთს უსაფრთხოების გარანტიას მისცემს“.საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252462510_0:0:1117:838_1920x0_80_0_0_66fa3829bd20cf3b49907edee47a3b60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ღარიბაშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში ომის თავიდან არიდება შეძლო
პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში.
თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ქვეყანაში ომის თავიდან აცილება, მაგრამ მისი კონფლიქტში ჩათრევის მცდელობები არ წყდება, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„გამოწვევის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა მოვახერხეთ ყველაზე დიდი განსაცდელის, ომის თავიდან არიდება. მცდელობა, რომ ეს კონფლიქტი რამენაირად გადმოსულიყო ჩვენ ქვეყანაში, სამწუხაროდ, არ ჩერდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში.
„უკრაინის ხელისუფლების განცხადებები ამ თემაზე ჩვენ პირდაპირ მოვისმინეთ. მათი მიზანი „მეორე ფრონტის“ გახსნა იყო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მისამართით პროვოკაციები არ წყდება.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი სიტყვებით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა. მან დაასახელა საქართველო, კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი.
მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუმცა, მისი თქმით, საქართველო არათუ არ აკეთებს ამას, არამედ ცდილობს რუსეთის პოზიციის გამართლებას.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციების დაწესებაზე და განაცხადა, რომ ეს საქართველოს უფრო დააზიანებს. საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და ამასთან უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. მისი თქმით, „სპეცოპერაციის“ მიზანი „დონბასის გათავისუფლება და ისეთი პირობების შექმნაა, რომელიც თავად რუსეთს უსაფრთხოების გარანტიას მისცემს“.
საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს.