ქართველ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა თელ-ავივის დიდ სლემზე

© photo: Sputnik / Stringerძიუდო
ძიუდო - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2023
გამოწერა
ტურნირზე მონაწილეობისთვის ექვსი ქართველი სპორტსმენი დარეგისტრირდა
თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები დიდ სლემის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 16-18 თებერვალს თელ-ავივში გაიმართება.
ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ექვსი ქართველი ძიუდოისტია დარეგისტრირებული. საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა:
60 კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი;
66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე;
73 კგ - მიხეილ ბახბახაშვილი;
90 კგ - ბექა ღვინიაშვილი;
100 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი.
2022 წელს საქართველოს ნაკრებმა თელ-ავივში გამართულ დიდი სლემის ტურნირზე სამი მედალი მოიპოვა. ოქროს მედალოსნები ილია სულამანიძე (100 კგ) და მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი (100+) გახდნენ, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0