უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - იანვრის მონაცემები

© courtesy of Investigative Service of the Ministry of Financeკონტრაბანდული სიგარეტი
კონტრაბანდული სიგარეტი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2023
გამოწერა
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ გახდა.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა იანვარში ქვეყნის მასშტაბით მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტებზე 20 პირი პასუხისგებაშია მიცემული, მათგან ცხრა პირი დაკავებულია.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოიღეს სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 83.697 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 410 ათას ლარს აღემატება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-200 (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა) მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ გახდა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0