სინოპტიკოსები საქართველოში ძლიერ ქარს ვარაუდობენ

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2023
გამოწერა
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ცივი ამინდი და დროგამოშვებით ნალექი – ასეთ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები 17 თებერვლამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
13 თებერვლიდან ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მთიან რეგიონებში კი ქარბუქია მოსალოდნელი.
დღისით ჰაერის ტემპერატურა პლუს 2-7 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამის საათებში და ქვეყნის მთიან რეგიონებში დღისითაც შენარჩუნდება ჰაერის დაბალი ტემპერატურა.
თბილისში 10 თებერვალს მოსალოდნელია თოვლი და ნისლი, 11 თებერვლიდან კი უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი. 13 თებერვლიდან მოსალოდნელია ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 2- 4 გრადუსი იქნება, დღისით კი ჰაერი 5-7 გრადუსამდე გათბება.
ყველა ახალი ამბავი
0