https://sputnik-georgia.com/20230210/qartvel-mashvelebs-wyalqvesha-roboti-gadaecat-274748014.html
ქართველ მაშველებს სპეციალური წყალქვეშა რობოტი გადაეცათ
ქართველ მაშველებს სპეციალური წყალქვეშა რობოტი გადაეცათ
Sputnik საქართველო
საქართველოში მაშველების აღჭურვილობა სისტემატურად უმჯობესდება. 10.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-10T12:21+0400
2023-02-10T12:21+0400
2023-02-10T16:33+0400
საქართველო
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/51/248785160_0:103:3000:1791_1920x0_80_0_0_0e9e620bbe9c949a0775596a162f0b67.jpg
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს უნიკალური, წყალზე სამაშველო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა გადაეცა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მსგავსი მოწყობილობა პირველად გადაეცა, რაც მეხანძრე-მაშველებს შესაძლებლობას მისცემს, წყლის ქვეშ ძებნა-შველის ღონისძიებები დისტანციურად წარმართონ. სპეციალური მოწყობილობის გადაცემა გაეროს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS) ევროკავშირის მხარდაჭერით განახორციელა.წყალქვეშა რობოტი, რომლის შესაძლებლობებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად გაეცნო, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოს გადაეცემა. ქართველ მაშველებს სპეცტექნიკა და ყველგანმავალი კვადროციკლი გადაეცათ>>>ევროკავშირი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მხარდაჭერას უწევს პროექტის „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” ფარგლებში.პროექტი, რომელიც 2020 წლიდან მოქმედებს, გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის მიერ ხორციელდება და „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის” (SAFE) პროგრამის ნაწილია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/51/248785160_238:0:2763:1894_1920x0_80_0_0_51000e0d7cdce872b3f62052de4c3ced.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საზოგადოება, ახალი ამბები
ქართველ მაშველებს სპეციალური წყალქვეშა რობოტი გადაეცათ
12:21 10.02.2023 (განახლებულია: 16:33 10.02.2023) საქართველოში მაშველების აღჭურვილობა სისტემატურად უმჯობესდება.
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს უნიკალური, წყალზე სამაშველო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა გადაეცა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მსგავსი მოწყობილობა პირველად გადაეცა, რაც მეხანძრე-მაშველებს შესაძლებლობას მისცემს, წყლის ქვეშ ძებნა-შველის ღონისძიებები დისტანციურად წარმართონ. სპეციალური მოწყობილობის გადაცემა გაეროს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS) ევროკავშირის მხარდაჭერით განახორციელა.
„ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით საგრძნობლად შემცირდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ვადები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სამსახურის შესაძლებლობებს. ეს, თავის მხრივ, გააუმჯობესებს სააგენტოს მიერ მოქალაქეებისთვის მიწოდებული სერვისების ეფექტურობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
წყალქვეშა რობოტი, რომლის შესაძლებლობებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად გაეცნო, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოს გადაეცემა.
ევროკავშირი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მხარდაჭერას უწევს პროექტის „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” ფარგლებში.
პროექტი, რომელიც 2020 წლიდან მოქმედებს, გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის მიერ ხორციელდება და „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის” (SAFE) პროგრამის ნაწილია.