პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრთან სამომავლო გეგმები განიხილა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2023
გამოწერა
პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი დავალებები მისცა საგარეო საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეებს.
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან თათბირი გამართა და მასთან ერთად განიხილა ღონისძიებები ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის მიმართულებით, რომლის მიზანია საქართველოს უკეთ წარმოჩენა მსოფლიოში.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო უცხოეთში ქართული დიასპორის გაძლიერებას.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია უწყებაში ჩატარებულ ადმინისტრაციული ხასიათის ცვლილებებზე, რომლის მიზანია სამინისტროს თანამშრომლების მუშაობის პირობების, ასევე საზღვარგარეთ დიპლომატიური მისიების საქმიანობის გაუმჯობესება.
შეხვედრის დროს პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი დავალებები მისცა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, ისე მის მოადგილეებს.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ასევე ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება სტრატეგიულ და სავაჭრო პარტნიორებთან. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან თურქეთი, აზერბაიჯანი, რუმინეთი და აშშ. რაც შეეხება რუსეთს, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების რიცხვშია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0