მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი გადადგა

© Guvernul Republicii Moldovaნატალია გავრილიცა
ნატალია გავრილიცა - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2023
გამოწერა
გავრილიცამ მთავრობის მეთაურის პორტფელი 2021 წლის აგვისტოში ჩაიბარა.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ თანამდებობა დატოვა, იუწყება „Sputnik-მოლდოვა".

„ხელისუფლების სათავეში წელიწად-ნახევრის გატარების შემდეგ დროა გამოვაცხადო აღნიშნული თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ“, – განაცხადა გავრილიცამ.

მოლდოვის მთავრობის მეთაურის თქმით, იგი ტოვებს თანამდებობას მშვიდი გულით და ქვეყნის წინაშე ვალმოხდილი.
„მე საკუთარი თავი მთლიანად მივუძღვენი ამ რთულ მისიას, რომელიც პრეზიდენტმა მაია სანდუმ და ჩემმა თანაპარტიელებმა მანდეს“, – აღნიშნა გავრილიცამ.
გავრილიცას მთავრობა 2021 წლის აგვისტოში, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამტკიცდა. მას შემდეგ მინისტრთა კაბინეტში ხუთჯერ მოხდა გადაადგილებები, შეიცვალა ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში, ასევე ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრები.
მრავალრიცხოვანი გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოლდაველების დაახლოებით 70% იმედგაცრუებულია ხელისუფლების პოლიტიკით და თითქმის 65% მხარს უჭერს ხელისუფლების შეცვლის იდეას.
ყველა ახალი ამბავი
0