https://sputnik-georgia.com/20230210/mestiis-aeroportshi-cvlilebebi-igegmeba-274737834.html
ახალი მიმართულებები და პროექტები: მესტიის აეროპორტი ცვლილებებისთვის ემზადება
ახალი მიმართულებები და პროექტები: მესტიის აეროპორტი ცვლილებებისთვის ემზადება
მესტიის აეროპორტი მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო აეროპორტებს შორის დასახელდა. 10.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-10T09:45+0400
2023-02-10T09:45+0400
2023-02-10T15:36+0400
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
სვანეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/17/249060084_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_c95f9de55e2881a05de5926b0879d931.jpg
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 2023 წელს განახლდება, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.ქარქაშაძის თქმით, მესტიის აეროპორტის განვითარება მიმდინარე წელს გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი თქმით, გარემონტდება აეროპორტის ტერმინალი, აშენდება ახალი სახანძრო დეპო, ასევე მთლიანად შეიცვლება არსებული სპეცტექნიკა.რაც შეეხება ფრენების სიხშირეების ზრდას და ახალი მიმართულებების დამატებას, ამის განხორციელებაც მიმდინარე წელსაა დაგეგმილი. კერძოდ, მგზავრების მოთხოვნიდან გამომდინარე, გაიზრდება ქუთაისი-მესტიის მიმართულებით ფრენების სიხშირე. აქ ძირითადად უცხოელი ტურისტების მოთხოვნა ფიქსირდება, რომლებსაც სურთ სასრიალოდ ესტუმრონ სვანეთს.„ჩვენი პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ რაც შეიძლება მეტ რეგიონში განხორციელდეს შიდა ფრენები. სულ მალე დავასრულებთ ბაზრის კვლევას. პარალელურ რეჟიმში ვატარებთ შესაძლებლობის კვლევას, თუ ქვეყნის რომელ მხარეში შეგვიძლია ფრენების განხორციელება”, – განაცხადა ქარქაშაძემ და აღნიშნა, რომ შესაძლოა კიდევ რამდენიმე ახალი მიმართულება გაჩნდეს.2022 წელს უცხოელი მოგზაურების 70%-მა მესტია–ქუთაისი–მესტიის მიმართულება აირჩია, 37,5%-მა კი ნატახტარი–მესტია–ნატახტრის მიმართულება.რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები - 2022 წლის მონაცემები>>>მესტიის აეროპორტი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში მდებარეობს. აეროპორტის მშენებლობა 2010 წლის 24 დეკემბერს დასრულდა. ზამთრის პერიოდში აეროპორტი იღებს ერთძრავიან თვითმფრინავებს და 18 ადამიანის ტევადობის მცირე სამგზავრო თვითმფრინავებს. ზაფხულის პერიოდში კი აეროპორტს შეუძლია 50 ადამიანის ტევადობის თვითმფრინავის მიღება.მესტიის აეროპორტი მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო აეროპორტებს შორის არის დასახელებული. ვებ-გვერდ Novate-ის არქიტექტორებმა მესტიის აეროპორტი მსოფლიოს უჩვეულო აეროპორტების სიაში შეიტანეს და მას „პატარა ქართული სასწაული" უწოდეს.
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/17/249060084_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_0be1b97a107acca383f4ebcc56143fe6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, სვანეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, სვანეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
ახალი მიმართულებები და პროექტები: მესტიის აეროპორტი ცვლილებებისთვის ემზადება
09:45 10.02.2023 (განახლებულია: 15:36 10.02.2023) მესტიის აეროპორტი მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო აეროპორტებს შორის დასახელდა.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 2023 წელს განახლდება, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.
ქარქაშაძის თქმით, მესტიის აეროპორტის განვითარება მიმდინარე წელს გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი თქმით, გარემონტდება აეროპორტის ტერმინალი, აშენდება ახალი სახანძრო დეპო, ასევე მთლიანად შეიცვლება არსებული სპეცტექნიკა.
„ამ აეროპორტით, რომელიც 12 წლისაა, დაახლოებით 60 ათასზე მეტმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ვიზიტორმა ისარგებლა. ამან ნათლად დაგვანახა, რომ მესტიის აეროპორტს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს სვანეთისთვის. ჩვენ ვგეგმავთ მესტიის აეროპორტში განვახორციელოთ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები”, – განაცხადა ქარქაშაძემ.
რაც შეეხება ფრენების სიხშირეების ზრდას და ახალი მიმართულებების დამატებას, ამის განხორციელებაც მიმდინარე წელსაა დაგეგმილი. კერძოდ, მგზავრების მოთხოვნიდან გამომდინარე, გაიზრდება ქუთაისი-მესტიის მიმართულებით ფრენების სიხშირე. აქ ძირითადად უცხოელი ტურისტების მოთხოვნა ფიქსირდება, რომლებსაც სურთ სასრიალოდ ესტუმრონ სვანეთს.
„ჩვენი პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ რაც შეიძლება მეტ რეგიონში განხორციელდეს შიდა ფრენები. სულ მალე დავასრულებთ ბაზრის კვლევას. პარალელურ რეჟიმში ვატარებთ შესაძლებლობის კვლევას, თუ ქვეყნის რომელ მხარეში შეგვიძლია ფრენების განხორციელება”, – განაცხადა ქარქაშაძემ და აღნიშნა, რომ შესაძლოა კიდევ რამდენიმე ახალი მიმართულება გაჩნდეს.
2022 წელს უცხოელი მოგზაურების 70%-მა მესტია–ქუთაისი–მესტიის მიმართულება აირჩია, 37,5%-მა კი ნატახტარი–მესტია–ნატახტრის მიმართულება.
მესტიის აეროპორტი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში მდებარეობს. აეროპორტის მშენებლობა 2010 წლის 24 დეკემბერს დასრულდა. ზამთრის პერიოდში აეროპორტი იღებს ერთძრავიან თვითმფრინავებს და 18 ადამიანის ტევადობის მცირე სამგზავრო თვითმფრინავებს. ზაფხულის პერიოდში კი აეროპორტს შეუძლია 50 ადამიანის ტევადობის თვითმფრინავის მიღება.
მესტიის აეროპორტი მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო აეროპორტებს შორის არის დასახელებული. ვებ-გვერდ Novate-ის არქიტექტორებმა მესტიის აეროპორტი მსოფლიოს უჩვეულო აეროპორტების სიაში შეიტანეს და მას „პატარა ქართული სასწაული" უწოდეს.