მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მაკრონმა შესაძლოა პუტინს საპატიო ლეგიონის ორდენი ჩამოართვას

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2023
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საპატიო ლეგიონის ორდენით 2006 წელს საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა დააჯილდოვა.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულის ჩამორთმევის შესაძლებლობა, იუწყება РИА Новости სააგენტო „ფრანს პრესზე“ დაყრდნობით.

„მე არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ დღეს ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს“, – განაცხადა მაკრონმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, მსგავს გადაწყვეტილებას სერიოზული მნიშვნელობა აქვს და „საჭირო დროს უნდა იყოს მიღებული“.
მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტისთვის ჯილდოს შესაძლო ჩამორთმევას „სიმბოლური, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხი" უწოდა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საპატიო ლეგიონის ორდენით 2006 წელს საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა დააჯილდოვა.
საპატიო ლეგიონის ორდენი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც რესპუბლიკის პრეზიდენტი გასცემს განსაკუთრებული სამხედრო ან სამოქალაქო დამსახურებისთვის. იგი 1802 წელს იმპერატორმა ნაპოლეონ ბონაპარტემ დააწესა. პრეზიდენტსვე შეუძლია ორდენის ჩამორთმევაც.
ყველა ახალი ამბავი
0