თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

© photo: Sputnik / Murad Orujovონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2023
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. თბილისის რამდენიმე რაიონის მოსახლეობას 10 თებერვლის 20:00 საათიდან 11 თებერვლის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, GWP 10 თებერვალს ქოშიგორის დასახლებაში, უდაბნოს ქუჩის II შესახვევში, N5-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის მაგისტრალურ მილზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში - დიდი დიღმის I, II, III და IV მიკრორაიონებს, ფარნავაზის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, სტრაბონის, პეტრიწის, მაქს ტილკეს, გეხტმანის, არჩილ მეფის, მირიან მეფის, კრისტოფერ კასტელის, ფედერიკ მონპერეს, იან ჰომერის, ნიკო ბურის, ბარონ დე ბაის, ხატაეთის, შერმადინის, თინათინის, ავთანდილის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, მიხეილ მესხის, ფატმანის, კვირაცხოვლის, სარგის კაკაბაძის, შმერლინგის, თოფურიძის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, გოთუას, კანდელაკის, ნუცუბიძის ქუჩა N2, თამარაშვილის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის და მიმდებარე ქუჩებს. ტაშკენტის, ბუდაპეშტის და გაგარინის ქუჩების ნაწილს, მარშალ გელოვანის გამზირს, ვაშლიჯვრის დასახლებას.
ბენდუქიძის, სასოფლოსა და ქოშიგორის დასახლებებს; სოფელ ზურგოვანას, მუხათგვერდის გზას.
დიდუბის რაიონში: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრს, დიღმის მასივის I კვარტლის N10, 11, 12 კორპუსებს.
ზაჰესში: გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს.
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0