ზემო ლარსი დღეს: მოძრაობა აღდგენილია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის

© Road Department of Roadsგზის გაწმენდა თოვლისგან
გზის გაწმენდა თოვლისგან - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2023
გამოწერა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ტრასაზე შეზღუდვები მოქმედებს
თბილისი, 9 თებერვალი - Sputnik. რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო ტრაილერებისთვის შეზღუდვა ნარჩუნდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ყველა ახალი ამბავი
0