https://sputnik-georgia.com/20230209/xmauri-yurebsi-anutinitusi-seriozuli-daavadebebis-nisani-seizleba-iyos-274728308.html
ყურებში ხმაური სერიოზული პათოლოგიების ნიშანია: ექიმები ასახელებენ დაავადებებს
ყურებში ხმაური სერიოზული პათოლოგიების ნიშანია: ექიმები ასახელებენ დაავადებებს
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ყურებში ხმაური, ანუ ტინიტუსი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც დაახლოებით ყოველ მეხუთე ადამიანში ვლინდება და, შესაძლოა... 09.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-09T17:28+0400
2023-02-09T17:28+0400
2023-02-09T21:22+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმი გირჩევთ
ჯანმრთელობა
მედიცინა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262187839_0:0:1201:676_1920x0_80_0_0_6c31736041ae390db7cdfff175c792c4.jpg
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ყურებში ხმაური, ანუ ტინიტუსი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც დაახლოებით ყოველ მეხუთე ადამიანში ვლინდება და, შესაძლოა, გარკვეულ დაავადებებზე მეტყველებდეს, აცხადებენ ექიმები.ტინიტუსი ნიშნავს „ყურებში რეკვას“ მაშინ, როცა გარშემო არანაირი ხმა არ არის. პაციენტები ამ მდგომარეობას სხვადასხვაგვარად აღწერენ: ტინიტუსი შესაძლოა ჟღერდეს როგორც სისინი, სტვენა, შუილი, წუილი, შრიალი, ჭრიჭინი, გუგუნი და ა.შ. ამასთან ხმაური შესაძლოა იყოს როგორც მხოლოდ ცალ ყურში, ისე ორივეში.მცირე ხმაური ყურებში თითქმის ყველა ადამიანს ჰქონია მცირე ხნით, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ის უწყვეტად გრძელდება და არ ცხრება. ეს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ადამიანს და გამუდმებულ სტრესში ამყოფებს.როგორც ნევროლოგები ამბობენ, ამ მდგომარეობას შეიძლება თან ახლდეს სმენის დაკარგვაც, თუმცა ტინიტუსი თავისთავად სიყრუეს არ იწვევს.ამასთან ყურებში გამუდმებული ხმაური შეიძლება ისეთ სერიოზულ დაავადებებზე მიანიშნებდეს, რომლებიც საერთოდ არ უკავშირდება არც ყურს და არც სმენის პრობლემებს.ეს დაავადებებია:ამასთან ნევროლოგები გვაფრთხილებენ, რომ თუ ყურებში ხმაურს თან ახლავს თავბრუსხვევა, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს, ვინაიდან ეს შესაძლოა მენიერის დაავადების, ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის ნიშანი იყოს.მენიერის დაავადება — ეს შიგნითა ყურის პათოლოგიაა, რომელიც უმეტესად ცალ ყურს აზიანებს. დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, ბავშვებშიც კი, თუმცა ყველაზე მეტად მაინც 40-დან 50 წლამდე ასაკშია გავრცელებული.მენიერის დაავადება ქრონიკული პათოლოგიაა, რაც იმას გულისხმობს, რომ მისი განკურნება შეუძლებელია, თუმცა მაინც არსებობს მეთოდი, რომელიც პაციენტს სიმპტომებს უმსუბუქებს და ცხოვრების ნორმალურ ხარისხს უნარჩუნებს.ექიმების თქმით, დაავადების ადრეულ სტადიაზე მკურნალობა ბევრად მაღალ ეფექტს იძლევა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262187839_0:0:1201:900_1920x0_80_0_0_6a544e08d661955dabcdd6a109ace26c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმი გირჩევთ , ჯანმრთელობა , მედიცინა
სასარგებლო რჩევები , ექიმი გირჩევთ , ჯანმრთელობა , მედიცინა
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ყურებში ხმაური, ანუ ტინიტუსი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც დაახლოებით ყოველ მეხუთე ადამიანში ვლინდება და, შესაძლოა, გარკვეულ დაავადებებზე მეტყველებდეს, აცხადებენ ექიმები.
ტინიტუსი ნიშნავს „ყურებში რეკვას“ მაშინ, როცა გარშემო არანაირი ხმა არ არის. პაციენტები ამ მდგომარეობას სხვადასხვაგვარად აღწერენ: ტინიტუსი შესაძლოა ჟღერდეს როგორც სისინი, სტვენა, შუილი, წუილი, შრიალი, ჭრიჭინი, გუგუნი და ა.შ. ამასთან ხმაური შესაძლოა იყოს როგორც მხოლოდ ცალ ყურში, ისე ორივეში.
მცირე ხმაური ყურებში თითქმის ყველა ადამიანს ჰქონია მცირე ხნით, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ის უწყვეტად გრძელდება და არ ცხრება. ეს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ადამიანს და გამუდმებულ სტრესში ამყოფებს.
როგორც ნევროლოგები ამბობენ, ამ მდგომარეობას შეიძლება თან ახლდეს სმენის დაკარგვაც, თუმცა ტინიტუსი თავისთავად სიყრუეს არ იწვევს.
ამასთან ყურებში გამუდმებული ხმაური შეიძლება ისეთ სერიოზულ დაავადებებზე მიანიშნებდეს, რომლებიც საერთოდ არ უკავშირდება არც ყურს და არც სმენის პრობლემებს.
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ანთება ან დისფუნქცია;
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
შაქრიანი დიაბეტი — საქმე ისაა, რომ დაავადება სმენით უჯრედებსა და ბუსუსებს აზიანებს, რომლებიც ნერვული იმპულსის ფორმირებაში მონაწილეობენ;
კისრის მალების პრობლემა — ოსტეოქონდროზის გამო ასევე შეიძლება წარმოიშვას ანგიოსპაზმი ან სისხლძარღვთა ტორტუოზი, რაც იწვევს სისხლის ტურბულენტობის მატებას და, შესაბამისად, გარკვეულ ხმაურს აჩენს ყურებში;
ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიები — ანთებითი დაავადებები, სმენის ნერვის დაზიანება ან სმენის ცენტრების დაზიანება თავის ტვინის ქერქში;
არტერიული წნევის პრობლემები — აწევა ან დაწევა.
ამასთან ნევროლოგები გვაფრთხილებენ, რომ თუ ყურებში ხმაურს თან ახლავს თავბრუსხვევა, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს, ვინაიდან ეს შესაძლოა მენიერის დაავადების, ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის ნიშანი იყოს.
მენიერის დაავადება — ეს შიგნითა ყურის პათოლოგიაა, რომელიც უმეტესად ცალ ყურს აზიანებს. დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, ბავშვებშიც კი, თუმცა ყველაზე მეტად მაინც 40-დან 50 წლამდე ასაკშია გავრცელებული.
მენიერის დაავადება ქრონიკული პათოლოგიაა, რაც იმას გულისხმობს, რომ მისი განკურნება შეუძლებელია, თუმცა მაინც არსებობს მეთოდი, რომელიც პაციენტს სიმპტომებს უმსუბუქებს და ცხოვრების ნორმალურ ხარისხს უნარჩუნებს.
ექიმების თქმით, დაავადების ადრეულ სტადიაზე მკურნალობა ბევრად მაღალ ეფექტს იძლევა.