https://sputnik-georgia.com/20230209/strasburgis-sasamartlom-ugulavas-sarceli-saqartvelos-winaarmdeg-nawilobriv-daakmayofila-274738148.html
სტრასბურგის სასამართლომ უგულავას სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
სტრასბურგის სასამართლომ უგულავას სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
Sputnik საქართველო
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს გიგი უგულავასთვის 10 ათასი ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა. 09.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-09T20:07+0400
2023-02-09T20:07+0400
2023-02-09T22:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/02/249905310_0:247:4928:3019_1920x0_80_0_0_2923a41719f38a50f95d1f9650223455.jpg
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაპატიმრება და მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება კანონიერად ცნო, მაგრამ ადამიანის უფლებების კონვენციის დარღვევად მიიჩნია ამ პატიმრობის გაგრძელება.უგულავა ამჟამად თავისუფალია. საქმე ეხება 2014-2015 წლების მოვლენებს. უგულავა თავის სარჩელში ამტკიცებდა, რომ სახელმწიფომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ის მუხლები, რომლებიც თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების გარანტიას იძლევა და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს ადგენს.უგულავა 2014 წლის 3 ივლისს დააკავეს. მეორე დღეს, 4 ივლისს სასამართლომ მას ფულის გათეთრების საქმეზე პატიმრობა შეუფარდა. გამოძიებისთვის განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური დასაშვები ვადა (9 თვე) 2015 წლის 2 აპრილს იწურებოდა, თუმცა 2015 წლის 15 მარტს სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა სხვა – ტელეკომპანია „იმედის“ მითვისების საქმეზე, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს სპეცრაზმი შევიდა და მაუწყებლობა შეწყდა.უგულავა 2015 წლის 16 სექტემბერს გაათავისუფლეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც ყოფილმა მერმა დაამტკიცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმის არაკონსტიტუციურობა, რომელიც სხვადასხვა საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის და ამით პატიმრობის 9 თვეზე მეტი ხნით გახანგრძლივების საშუალებას იძლეოდა.რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს, მან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მაქსიმალური ვადის გადამეტება თავისუფლების და უსაფრთხოების უფლების დარღვევად მიიჩნია და სახელმწიფოს უგულავისთვის 10 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/02/249905310_288:0:4641:3265_1920x0_80_0_0_6854dfa105d4b2698ba876f75f62ae08.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები
სტრასბურგის სასამართლომ უგულავას სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
20:07 09.02.2023 (განახლებულია: 22:25 09.02.2023) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს გიგი უგულავასთვის 10 ათასი ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაპატიმრება და მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება კანონიერად ცნო, მაგრამ ადამიანის უფლებების კონვენციის დარღვევად მიიჩნია ამ პატიმრობის გაგრძელება.
უგულავა ამჟამად თავისუფალია. საქმე ეხება 2014-2015 წლების მოვლენებს. უგულავა თავის სარჩელში ამტკიცებდა, რომ სახელმწიფომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ის მუხლები, რომლებიც თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების გარანტიას იძლევა და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს ადგენს.
უგულავა 2014 წლის 3 ივლისს დააკავეს. მეორე დღეს, 4 ივლისს სასამართლომ მას ფულის გათეთრების საქმეზე პატიმრობა შეუფარდა. გამოძიებისთვის განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური დასაშვები ვადა (9 თვე) 2015 წლის 2 აპრილს იწურებოდა, თუმცა 2015 წლის 15 მარტს სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა სხვა – ტელეკომპანია „იმედის“ მითვისების საქმეზე, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს სპეცრაზმი შევიდა და მაუწყებლობა შეწყდა.
უგულავა 2015 წლის 16 სექტემბერს გაათავისუფლეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც ყოფილმა მერმა დაამტკიცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმის არაკონსტიტუციურობა, რომელიც სხვადასხვა საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის და ამით პატიმრობის 9 თვეზე მეტი ხნით გახანგრძლივების საშუალებას იძლეოდა.
რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს, მან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მაქსიმალური ვადის გადამეტება თავისუფლების და უსაფრთხოების უფლების დარღვევად მიიჩნია და სახელმწიფოს უგულავისთვის 10 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.