„შემოქმედებითი თბილისი“ - მერიამ კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება დაიწყო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსტრიტ–არტი
სტრიტ–არტი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2023
გამოწერა
კონკურსის მიზანია დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. თბილისის მერიამ კონკურსი „შემოქმედებითი თბილისის“ პირველ ეტაპზე განაცხადების მიღება დაიწყო, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კონკურსის მიზანია დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, მხატვრებისა და შემოქმედებითი ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოდგენა და რეალიზება.

„აღსანიშნავია, რომ სამი წლის განმავლობაში, რაც კონკურსი არსებობს, შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი დაფინანსდა“, – განაცხადა კალაძემ.

განაცხადების წარდგენა შესაძლებელია სამი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება, დიზაინი და რეწვა.
განაცხადების მიღება 27 თებერვლამდე გაგრძელდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0