ჯაბაროვი: პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის თხოვნით საქართველომ მოგვმართა

© Federation Council of Russia / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ ჯაბაროვი
ვლადიმირ ჯაბაროვი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2023
გამოწერა
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. რამდენიმე კვირის წინ რუსეთმა მიიღო მიმართვა საქართველოსგან კომპანია „აეროფლოტის“ თვითმფრინავების ფრენების აღდგენის შესახებ, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი და ევროკავშირი ამის წინააღმდეგ წავიდნენ, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის მოსკოვი-მინსკის ვიდეოხიდისას.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის თემა მას შემდეგ წამოიჭრა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს იმედი გამოთქვა, რომ ეს მალე მოხდება. საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერები მიესალმნენ ამას, თუმცა განაცხადეს, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა საერთაშორისო სანქციების გამო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ იდეის წინააღმდეგი იყო.

„რამდენიმე კვირის წინ საქართველომ „აეროფლოტის“ თვითმფრინავების ფრენების აღდგენის თხოვნით მოგვმართა... მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ მხარი დაუჭირა ამ თემას, პრეზიდენტმა თქვა „არა“, რომ ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება“, — განაცხადა ჯაბაროვმა.

ჯაბაროვის თქმით, რუსეთში ბევრი ქართველი მუშაობს და პირდაპირი ფრენები მათ სარგებელს მოუტანდა.
„რა არის ამაში ცუდი? რუსეთში ბევრი ქართველი მუშაობს, აქვთ დიდი ოჯახური კავშირები, დიდი სიამოვნებით ჩამოდიან აქ, ჩვენი ტურისტებიც დადიოდნენ იქ“, — მიაჩნია ჯაბაროვს, რომლის თქმით, ევროკავშირი „თავხედურად ერევა საქართველოს საქმეებში“.
მანამდე ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მხოლოდ მოსკოვზე არ არის დამოკიდებული. მისი თქმით, „ტანგოს ორნი ცეკვავენ“.
საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთმა გააუქმა. ამის საფუძველი 2019 წლის ივლისში თბილისში მომხდარი მოვლენები იქცა. მაშინ დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას სახალხო მღელვარება მოჰყვა ანტირუსული ლოზუნგებით.
რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გაწყდა ქართული მხარის ინიციატივით, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ცნო.
ყველა ახალი ამბავი
0