https://sputnik-georgia.com/20230209/mamardasvili-espanetis-simbolur-nakrebsi-moxvda-274719933.html
საქართველოს ნაკრების მეკარე ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
საქართველოს ნაკრების მეკარე ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
Sputnik საქართველო
ექსპერტებმა მამარდაშვილის შესანიშნავი თამაში და მისი რამდენიმე ე.წ. სეივი აღნიშნეს. 09.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-09T12:16+0400
2023-02-09T12:16+0400
2023-02-09T17:38+0400
სპორტი
საქართველო
ახალი ამბები
ესპანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1c/258874798_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_02e260277f3e4029e4d1f2c9f3fbd188.jpg
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ესპანეთის „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. ტურის საუკეთესო ფეხბურთელები ავტორიტეტულმა ვებ-გვერდმა Whoscored-მა განსაზღვრა.მიუხედავად იმისა, რომ „ვალენსიამ“ ბოლო ტურის მატჩი „ჟირონესთან“ წააგო (0:1), ექსპერტებმა აღნიშნეს მამარდაშვილის შესანიშნავი თამაში და მისი რამდენიმე ე.წ. სეივი.ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთაშორისო ვებ-გვერდმა „ვალენსიის“ 22 წლის მეკარეს თავდაპირველად 7,9 ქულა დაუწერა, შემდეგ კი მისი შეფასება 8,1 ქულამდე გაიზარდა და მამარდაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.მამარდაშვილი „ვალენსიაში“ იჯარის უფლებით 2021 წლის ივნისში გადავიდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1c/258874798_341:263:2721:2048_1920x0_80_0_0_2243f523edb39ab8d4954a4c31481799.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები, ესპანეთი
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები, ესპანეთი
საქართველოს ნაკრების მეკარე ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
12:16 09.02.2023 (განახლებულია: 17:38 09.02.2023) ექსპერტებმა მამარდაშვილის შესანიშნავი თამაში და მისი რამდენიმე ე.წ. სეივი აღნიშნეს.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ესპანეთის „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. ტურის საუკეთესო ფეხბურთელები ავტორიტეტულმა ვებ-გვერდმა Whoscored-მა განსაზღვრა.
მიუხედავად იმისა, რომ „ვალენსიამ“ ბოლო ტურის მატჩი „ჟირონესთან“ წააგო (0:1), ექსპერტებმა აღნიშნეს მამარდაშვილის შესანიშნავი თამაში და მისი რამდენიმე ე.წ. სეივი.
ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთაშორისო ვებ-გვერდმა „ვალენსიის“ 22 წლის მეკარეს თავდაპირველად 7,9 ქულა დაუწერა, შემდეგ კი მისი შეფასება 8,1 ქულამდე გაიზარდა და მამარდაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.
მამარდაშვილი „ვალენსიაში“ იჯარის უფლებით 2021 წლის ივნისში გადავიდა.