მოსაზრება: „ჩრდილოეთის ნაკადები“ ტერორისტმა სახელმწიფომ ააფეთქა

  - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2023
გამოწერა
სერგეი სავჩუკი
გუშინ მსოფლიოს საინფორმაციო ველში უდიდესი სიმძლავრის ბომბი აფეთქდა. მეტად დამსახურებულმა და გამოჩენილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა სეიმურ ჰერშმა საკუთარ საიტზე გამოაქვეყნა გამოძიების შედეგი, რომელიც XXI საუკუნის მთავარ გეოპოლიტიკურ სკანდალადაც კი შეიძლება შეფასდეს.
ჰერშმა ამერიკული სპეცსამსახურების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით დეტალურად აღწერა რუსეთ-ევროპის გაზსადენზე, „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ზე“ ტერაქტის მომზადებისა და განხორციელების პროცესი.
მაგალითად, რომ გაზსადენის აფეთქების დაგეგმვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პენტაგონისა და ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო, ანუ დიდი ხნით ადრე სპეციალურ სამხედრო ოპერაციამდე. დროის ეს ნიშნული შემთხვევითი არ არის. 2021 წელს დასრულდა „ნაკადის“ ღერძის მშენებლობა და დაიწყო მილში აირის გაშვებაზე მუშაობა. ვაშინგტონში გააცნობიერეს, რომ გერმანია და ევროპის სხვა წამყვანი ქვეყნები ჩუმად ეწეოდნენ მოსკოვთან ურთიერთობის გაწყვეტის მოთხოვნის საბოტაჟს და აპირებდნენ რუსეთიდან გაზის იმპორტის გაზრდას.
მთავრობიდან ოპერაციას კურირებდნენ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და მისი მოადგილე ვიქტორია ნულანდი. პრაქტიკული ნაწილის შემუშავება დაევალა ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს შეფს ბილ ბერნსს.
თავდაპირველად, როგორც ჰერში წერს, გეგმა სამხედრო ხასიათისა იყო. სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლები გამოდიოდნენ გაზსადენის თვითმფრინავიდან დაბომბვის, ხოლო ფლოტის სარდლობა - წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული ტორპედოებით მილების აფეთქების წინადადებით. ორივე ვარიანტი უარყვეს, რადგან გამანადგურებელ თვითმფრინავს მაგისტრალის თავზე ადვილად აფიქსირებენ რუსული რადარები, ისევე როგორც წყალქვეშ ტორპედოების ხმას.
ამიტომ გადაწყდა გაზსადენის აფეთქება დისტანციურად მართული ნაღმით, რისთვისაც შეკრიბეს მებრძოლ მოცურავეთა გუნდი, რომლებმაც ნაღმები ნატოს გეგმური წვრთნების - BALTOPS 22 - დროს დააყენეს. თავის დასაზღვევად და ეჭვების გასაქარწყლებლად ოპერაციის შესრულება ნორვეგიის მხარეს დაევალა. ნიშანდობლივია მოხსენებაში აღწერილი ორი მომენტი.
პირველ რიგში, ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა პირადად აშშ-ის პრეზიდენტს. ჯო ბაიდენმა თავი ვერ შეიკავა და სრულიად საიდუმლო ინფორმაცია გაამჟღავნა. 7 თებერვალს, ორი კვირით ადრე სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ რუსული არმია უკრაინის საზღვარს გადაკვეთდა, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ განადგურდებოდა. ცოტა ხნით ადრე, 28 იანვარს, ვიქტორია ნულანდს წამოცდა, რომ გაზსადენი არასდროს ამუშავდებოდა და უმჯობესი იქნებოდა, რუსებს მილებში გაზის ნაცვლად არაყი გაეშვათ.
მეორეც, დაგეგმილ აფეთქებაზე საიდუმლო არხებით აცნობეს ყველაზე დაინტერესებული ქვეყნების ლიდერებს, კერძოდ, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ აფეთქდა 22 სექტემბერს, 3 ოქტომბერს კი სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა სიტყვა-სიტყვით თქვა: „ბოლოსდაბოლოს ევროპა გათავისუფლდება რუსულ იაფ გაზზე სრულად დამოკიდებულებისგან, რომელსაც პუტინი იყენებს, როგორც იმპერიულ იარაღს“.
კერძოდ, მთელი ზემოთ აღწერილი იყო საიდუმლო და ეყრდნობოდა მხოლოდ ოფიციალურ აღიარებას გამოძიების შედეგად, რომელიც კუს ნაბიჯებით მიიწევდა წინ. რამდენიმე დღის წინ დანიამ ოფიციალურად განაცხადა უარი, რუსული მხარისათვის გაეცნო მისი შედეგები და რომ არა სეიმურ ჰერშის საინფორმაციო ბომბი, ყველაფერი დარჩებოდა აშკარა, მაგრამ იურიდიულად გაუფორმებელი დასტურის დონეზე.
ეჭვგარეშეა, რომ ახლა დასავლეთში გაჩაღდება ტიტანური კამპანია სტატიის ავტორის დისკრედიტაციისთვის, რომელიც მიზნად დაისახავს ყურადღების გადატანას უმნიშვნელო დეტალებზე.
მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სეიმურ ჰერში უბრალო ჟურნალისტი არ არის - ის არის დასავლური ჟურნალისტიკის კერპი და საყრდენი. მისი ნაშრომები ისწავლება უნივერსიტეტებში, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ნიმუში, გამოიცემა დიდი ტირაჟებით. სწორედ ჰერშმა გამოიტანა საზოგადოების სამსჯავროზე 1970 წელს ვიეტნამის სოფელ სონგმიში ჩადენილი შემზარავი დანაშაულები. ერთი წლით ადრე ამერიკელმა სამხედროებმა იქ აწამეს და შემდეგ დახვრიტეს 504 მშვიდობიანი მცხოვრები, აქედან 210 ბავშვი. შემდგომმა გამოძიებამ აჩვენა, რომ სოფელში არ იყვნენ სამხედროები და არც იარაღი იყო და მომხდარი - მხოლოდ უმიზეზო მხეცური სისასტიკის აქტი იყო. ჰერშმა ნაშრომისთვის პულიცერის პრემია დაიმსახურა, ყველა სამხედრო დამნაშავე კი გაამართლეს. ერთადერთი, ვინც დაისაჯა, იყო ლეიტენანტი უილიამ კელი, რომელიც შემდეგ მთავრობამ შეიწყალა.
ჟურნალისტიკის სფეროში მთავარი პრემიის გარდა, ჰერშს ოთხჯერ აქვს მიღებული ჯორჯ პოლკის პრემია, ლეტელიერის პრემია, სემ ადამსის პრემია. ამ უკანასკნელს აძლევენ მხოლოდ სპეცსამსახურების თანამშრომლებს, რომლებიც კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პოზიციას იკავებენ, მაგალითად, ეს ჯილდო თავის დროზე მიღებული აქვს ედვარდ სნოუდენს. ასე რომ, სეიმურ ჰერში უბრალოდ ჟურნალისტი კი არა, არამედ ადამიანია, რომლის თანამშრომლობის უარყოფა სპეცსამსახურებთან შეუძლებელია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0