https://sputnik-georgia.com/20230209/anglikanurma-eklesiam-rmerti-sesazloa-genderulad-neitraluri-gaxados-274719451.html
„მამაო ჩვენო“ თუ... ეკლესიამ ღმერთი შესაძლოა გენდერულად ნეიტრალური გახადოს
„მამაო ჩვენო“ თუ... ეკლესიამ ღმერთი შესაძლოა გენდერულად ნეიტრალური გახადოს
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ბრიტანეთის ანგლიკანური ეკლესია განიხილავს საკითხს – შესაძლებელია თუ არა ღმერთის მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი he-ს... 09.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-09T11:40+0400
2023-02-09T11:40+0400
2023-02-09T17:33+0400
მსოფლიო დღეს
რელიგია
დიდი ბრიტანეთი
ახალი ამბები
მსოფლიოში
საერთაშორისო პანორამა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23980/98/239809863_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_8ae5853523c1fd01c812ef426527ddaa.jpg
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ბრიტანეთის ანგლიკანური ეკლესია განიხილავს საკითხს – შესაძლებელია თუ არა ღმერთის მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი he-ს გენდერულად ნეიტრალური ტერმინით ჩანაცვლება, წერს The Guardian.გამოცემის ინფორმაციით, ეკლესიას ამგვარი თხოვნით მღვდელმსახურებმა მიმართეს.საკითხის შესწავლის მიზნით ეკლესია გაზაფხულზე სპეციალური კომისიის შექმნას გეგმავს.ამასთან, როგორც ლიჩფილდის ეპისკოპოსი მაიკლ იფგრეივი აცხადებს, „ეკლესია უკვე რამდენიმე წელია იკვლევს ღმერთის მიმართ გენდერული ენის გამოყენების საკითხს“.გამოცემის ცნობით, პროექტის სპეციფიკა ჯერჯერობით უცნობია. ასევე გაურკვეველია, რამ შეიძლება შეცვალოს მიმართვა „მამაო ჩვენო“ ქრისტიანობის უმთავრეს ლოცვაში, რომლის წარმოთქმაც თავად იესო ქრისტემ დაავალა მის მიმდევრებს თაობიდან თაობაში.წყარო: The Guardian
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23980/98/239809863_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_77317b3224a89cc08417bf3b1e9546a2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
რელიგია, დიდი ბრიტანეთი , ახალი ამბები, მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა
რელიგია, დიდი ბრიტანეთი , ახალი ამბები, მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ბრიტანეთის ანგლიკანური ეკლესია განიხილავს საკითხს – შესაძლებელია თუ არა ღმერთის მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი he-ს გენდერულად ნეიტრალური ტერმინით ჩანაცვლება, წერს The Guardian.
გამოცემის ინფორმაციით, ეკლესიას ამგვარი თხოვნით მღვდელმსახურებმა მიმართეს.
საკითხის შესწავლის მიზნით ეკლესია გაზაფხულზე სპეციალური კომისიის შექმნას გეგმავს.
ამასთან, როგორც ლიჩფილდის ეპისკოპოსი მაიკლ იფგრეივი აცხადებს, „ეკლესია უკვე რამდენიმე წელია იკვლევს ღმერთის მიმართ გენდერული ენის გამოყენების საკითხს“.
„გაზაფხულზე ამ სფეროში მომუშავე ორი კომისიის ახალი ერთობლივი პროექტი დაიწყება გენდერულ ენასთან დაკავშირებით. როგორც ყველა სხვა შესაძლო ცვლილებას <...> ამ საკითხის დამტკიცებასაც სრული სინოდალური პროცესი ესაჭიროება“, — აღნიშნა ეპისკოპოსმა.
გამოცემის ცნობით, პროექტის სპეციფიკა ჯერჯერობით უცნობია.
ასევე გაურკვეველია, რამ შეიძლება შეცვალოს მიმართვა „მამაო ჩვენო“ ქრისტიანობის უმთავრეს ლოცვაში, რომლის წარმოთქმაც თავად იესო ქრისტემ დაავალა მის მიმდევრებს თაობიდან თაობაში.