https://sputnik-georgia.com/20230208/zelenski-londonsi-cafrinda-274698245.html
მოულოდნელი ვიზიტი: ზელენსკი ლონდონში ჩაფრინდა
მოულოდნელი ვიზიტი: ზელენსკი ლონდონში ჩაფრინდა
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ლონდონში ჩაფრინდა, თვითმფრინავთან მას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი... 08.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-08T16:20+0400
2023-02-08T16:20+0400
2023-02-08T21:27+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში
საერთაშორისო პანორამა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
დიდი ბრიტანეთი
პოლიტიკა
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/15/267681464_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_bdb69c5855342492e809f90b4553b21c.jpg
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ლონდონში ჩაფრინდა, თვითმფრინავთან მას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დახვდა.ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ამსახველი ფოტო სუნაკის Twitt-აკაუნტზე გამოქვეყნდა წარწერით, „კეთილი იყოს დიდ ბრიტანეთში ჩამობრძანება, პრეზიდენტო“.ამ დროისათვის სუნაკსა და ზელენსკის შორის საქმიანი შეხვედრა მიმდინარეობს.გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის გეგმებში ასევე შედის პარლამენტის წინაშე გამოსვლა და დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამესთან შეხვედრა.ზელენსკი ასევე მოინახულებს უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში წვრთნებს გადიან.ჟურნალისტები უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს მოულოდნელს უწოდებენ.BBC-ს ცნობით, დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ზელენსკისა და სუნაკის შეხვედრის ფონზე გამოაცხადებს.Sky News-ის ვარაუდით, ზელენსკი ლონდონს იარაღის მიწოდებების დაუყოვნებლად გაზრდას მოსთხოვს.ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, რიში სუნაკი უკრაინის ლიდერთან კიევისთვის შორი რადიუსის იარაღის მიწოდებაზე იმსჯელებს, რამაც რუსეთს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებში უნდა შეუშალოს ხელი.ზელენსკის ვიზიტი ლონდონში უკრაინის ლიდერის მესამე საერთაშორისო მოგზაურობაა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ. გასული წლის ბოლოს პრეზიდენტი აშშ-სა და პოლონეთს ეწვია.ამასთან ვოლოდიმირ ზელენსკის ხუთშაბათს ბრიუსელშიც ელოდებიან ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურების სამიტზე.
უკრაინა
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/15/267681464_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ddbf836aeaa795b4e9be37abddffad4f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , დიდი ბრიტანეთი , პოლიტიკა, ახალი ამბები
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , დიდი ბრიტანეთი , პოლიტიკა, ახალი ამბები
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ლონდონში ჩაფრინდა, თვითმფრინავთან მას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დახვდა.
ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ამსახველი ფოტო სუნაკის Twitt-აკაუნტზე გამოქვეყნდა წარწერით, „კეთილი იყოს დიდ ბრიტანეთში ჩამობრძანება, პრეზიდენტო“.
ამ დროისათვის სუნაკსა და ზელენსკის შორის საქმიანი შეხვედრა მიმდინარეობს.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის გეგმებში ასევე შედის პარლამენტის წინაშე გამოსვლა და დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამესთან შეხვედრა.
ზელენსკი ასევე მოინახულებს უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში წვრთნებს გადიან.
ჟურნალისტები უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს მოულოდნელს უწოდებენ.
BBC-ს ცნობით, დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ზელენსკისა და სუნაკის შეხვედრის ფონზე გამოაცხადებს.
Sky News-ის ვარაუდით, ზელენსკი ლონდონს იარაღის მიწოდებების დაუყოვნებლად გაზრდას მოსთხოვს.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, რიში სუნაკი უკრაინის ლიდერთან კიევისთვის შორი რადიუსის იარაღის მიწოდებაზე იმსჯელებს, რამაც რუსეთს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებში უნდა შეუშალოს ხელი.
ზელენსკის ვიზიტი ლონდონში უკრაინის ლიდერის მესამე საერთაშორისო მოგზაურობაა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ. გასული წლის ბოლოს პრეზიდენტი აშშ-სა და პოლონეთს ეწვია.
ამასთან ვოლოდიმირ ზელენსკის ხუთშაბათს ბრიუსელშიც ელოდებიან ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურების სამიტზე.