https://sputnik-georgia.com/20230208/signali-kriminaluri-romantikosebistvis-bregadze-esebuas-dakavebaze-274684288.html
„სიგნალი კრიმინალური რომანტიკოსებისთვის" - იუსტიციის მინისტრი ბადრი ესებუას დაკავებაზე
„სიგნალი კრიმინალური რომანტიკოსებისთვის" - იუსტიციის მინისტრი ბადრი ესებუას დაკავებაზე
Sputnik საქართველო
ადრე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ბადრი ესებუას დაკავება სამინისტროსთვის „ღირსების საქმეა". 08.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-08T13:25+0400
2023-02-08T13:25+0400
2023-02-08T20:16+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/10/262104397_0:134:1440:944_1920x0_80_0_0_3d90449cbc78e73ee6debea07a4bcab6.jpg
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულის დაკავება არა მარტო სამართლიანობის აღდგენაა, არამედ გამაფრთხილებელი სიგნალია კრიმინალური რომანტიკოსებისთვის, დაწერა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში.ესებუას დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს, დილით გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი სამხედროს დაკავება უკვე დაადასტურა. გამოძიების ცნობით, ძებნილი ესებუა სამეგრელოს რეგიონში დააკავეს. ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.ესებუა ბრალდებულია სსკ-ის 150-ე, 236-ე, 323-ე და329-ე მუხლებით, რაც იძულებას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ტერორისტულ აქტს და ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.ამ დროისათვის ბრალდებული ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. მას 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.დაახლოებით 1,5 წლის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ესებუა ქვეყნიდან არ გასულა და მისი დაკავება სამინისტროსთვის „ღირსების საქმეა".ბანკზე თავდასხმა„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა.გამოძიების ცნობით, ნიღბით, ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ესებუა ბანკის შენობაში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. პოლიციის ავტომობილით დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ ბოროტმოქმედმა ავტომობილში ყველა კვალი წაშალა, შემდეგ აღნიშნულ პირებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, თავად კი მიიმალა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიციკაცია მისცა.ვიდრე ბადრი ესებუა ძებნაში იყო, პოლიციამ მისი ძმა ბიძინა ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. 2021 წლის ივლისში მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.ბიძინა ესებუა პოლიციამ 2020 წლის 4 დეკემბერს დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/10/262104397_307:177:1132:796_1920x0_80_0_0_7557e39f7381f6f8e09dbc2b94ead42a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები, ახალი ამბები
„სიგნალი კრიმინალური რომანტიკოსებისთვის" - იუსტიციის მინისტრი ბადრი ესებუას დაკავებაზე
13:25 08.02.2023 (განახლებულია: 20:16 08.02.2023) ადრე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ბადრი ესებუას დაკავება სამინისტროსთვის „ღირსების საქმეა".
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულის დაკავება არა მარტო სამართლიანობის აღდგენაა, არამედ გამაფრთხილებელი სიგნალია კრიმინალური რომანტიკოსებისთვის, დაწერა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში.
ესებუას დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს, დილით გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი სამხედროს დაკავება უკვე დაადასტურა. გამოძიების ცნობით, ძებნილი ესებუა სამეგრელოს რეგიონში დააკავეს. ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.
„ვულოცავ ყველა პოლიციელს, ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, რთული ოპერაციის წარმატებით დასრულებას“, – დაწერა ბრეგაძემ.
ესებუა ბრალდებულია სსკ-ის 150-ე, 236-ე, 323-ე და329-ე მუხლებით, რაც იძულებას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ტერორისტულ აქტს და ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.
ამ დროისათვის ბრალდებული ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. მას 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
დაახლოებით 1,5 წლის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ესებუა ქვეყნიდან არ გასულა და მისი დაკავება სამინისტროსთვის „ღირსების საქმეა".
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა.
გამოძიების ცნობით, ნიღბით, ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ესებუა ბანკის შენობაში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.
მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. პოლიციის ავტომობილით დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ ბოროტმოქმედმა ავტომობილში ყველა კვალი წაშალა, შემდეგ აღნიშნულ პირებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, თავად კი მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიციკაცია მისცა.
ვიდრე ბადრი ესებუა ძებნაში იყო, პოლიციამ მისი ძმა ბიძინა ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. 2021 წლის ივლისში მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ბიძინა ესებუა პოლიციამ 2020 წლის 4 დეკემბერს დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა.