https://sputnik-georgia.com/20230208/saqartveloshi-davitobas-agnishnaven-274647205.html
საქართველოში „დავითობას" აღნიშნავენ
საქართველოში „დავითობას" აღნიშნავენ
Sputnik საქართველო
XIII საუკუნის ბოლოს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი, როგორც კეთილმორწმუნე მეფე, წმინდანად აღიარა. 08.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-08T11:00+0400
2023-02-08T11:00+0400
2023-02-08T18:53+0400
საქართველო
საზოგადოება
საეკლესიო კალენდარი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23479/99/234799980_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_8e56921a50dd88815b13961083138f92.jpg
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. მართლმადიდებლური ეკლესია დღეს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს „დავითობას“ აღნიშნავს.მეფე დავით IV-ს „აღმაშენებელი“ ხალხმა მისი დიდი შრომისა და ღვაწლის გამო უწოდა, რომელიც მან საქართველოს გამთლიანებასა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განმტკიცებაში შეიტანა. მისი მმართველობის დროს მოხდა სახელმწიფოს მართვის სტრუქტურების რეორგანიზაცია, შეიქმნა რეგულარული ჯარი, ქვეყანა დამოუკიდებელი და ძლიერი გახდა.დავით აღმაშენებელი ქვეყანაში განათლების დამკვიდრებას, მეცნიერების განვითარებას უწყობდა ხელს. მან დააფუძნა გელათისა და იყალთოს აკადემიები. მისი მეფობის ხანაში აშენდა ათეულობით ტაძარი და მონასტერი, დაარსდა ბევრი ახალი ქალაქი, ძველი კი გაფართოვდა.დავით აღმაშენებელი მისმა სულიერმა მოძღვარმა არსენ იყალთოელმა აღზარდა. ის 1089 წელს 16 წლის ასაკში გამეფდა და ქვეყანას 36 წლის განმავლობაში მართავდა. საქართველოს უდიდესი მეფე 53 წლის ასაკში 1125 წლის 24 იანვარს (ძველი სტილით) გარდაიცვალა. ის გელათის მონასტერშია დაკრძალული. მისი ნეშტი, მისივე ანდერძის თანახმად, გელათის მონასტრის წმინდა გიორგის ეკლესიის შესასვლელში მდებარე ფილის ქვეშ განისვენებს.XIII საუკუნის ბოლოს ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა.საქართველოში დავით მეფის სახელობის უამრავი ეკლესიაა, მის სახელს ატარებენ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, გამზირები, მოედნები და ქუჩები. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უმაღლეს ჯილდოს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის მედალი წარმოადგენს.ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ონლაინ-გამოკითხვის The Top Tens-ის ვერსიით, დავით აღმაშენებელმა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მხედართმთავრების ათეულში პირველი ადგილიც კი დაიკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23479/99/234799980_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_1364e8b9c139e97c0278a42a003313bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საეკლესიო კალენდარი, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, საეკლესიო კალენდარი, ახალი ამბები
საქართველოში „დავითობას" აღნიშნავენ
11:00 08.02.2023 (განახლებულია: 18:53 08.02.2023) XIII საუკუნის ბოლოს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი, როგორც კეთილმორწმუნე მეფე, წმინდანად აღიარა.
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. მართლმადიდებლური ეკლესია დღეს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს „დავითობას“ აღნიშნავს.
მეფე დავით IV-ს „აღმაშენებელი“ ხალხმა მისი დიდი შრომისა და ღვაწლის გამო უწოდა, რომელიც მან საქართველოს გამთლიანებასა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განმტკიცებაში შეიტანა. მისი მმართველობის დროს მოხდა სახელმწიფოს მართვის სტრუქტურების რეორგანიზაცია, შეიქმნა რეგულარული ჯარი, ქვეყანა დამოუკიდებელი და ძლიერი გახდა.
დავით აღმაშენებელი ქვეყანაში განათლების დამკვიდრებას, მეცნიერების განვითარებას უწყობდა ხელს. მან დააფუძნა გელათისა და იყალთოს აკადემიები. მისი მეფობის ხანაში აშენდა ათეულობით ტაძარი და მონასტერი, დაარსდა ბევრი ახალი ქალაქი, ძველი კი გაფართოვდა.
დავით აღმაშენებელი მისმა სულიერმა მოძღვარმა არსენ იყალთოელმა აღზარდა. ის 1089 წელს 16 წლის ასაკში გამეფდა და ქვეყანას 36 წლის განმავლობაში მართავდა.
საქართველოს უდიდესი მეფე 53 წლის ასაკში 1125 წლის 24 იანვარს (ძველი სტილით) გარდაიცვალა. ის გელათის მონასტერშია დაკრძალული. მისი ნეშტი, მისივე ანდერძის თანახმად, გელათის მონასტრის წმინდა გიორგის ეკლესიის შესასვლელში მდებარე ფილის ქვეშ განისვენებს.
XIII საუკუნის ბოლოს ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა.
საქართველოში დავით მეფის სახელობის უამრავი ეკლესიაა, მის სახელს ატარებენ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, გამზირები, მოედნები და ქუჩები. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უმაღლეს ჯილდოს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის მედალი წარმოადგენს.
ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ონლაინ-გამოკითხვის The Top Tens-ის ვერსიით, დავით აღმაშენებელმა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მხედართმთავრების ათეულში პირველი ადგილიც კი დაიკავა.