https://sputnik-georgia.com/20230208/rziani-yava-orjer-ufro-efeqturad-ebrzvis-antebebs-274687603.html
რატომ უნდა მიირთვათ რძიანი ყავა: უახლესი კვლევის შედეგები
რატომ უნდა მიირთვათ რძიანი ყავა: უახლესი კვლევის შედეგები
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ახალი მეცნიერული კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ ისეთი ფართოდ გავრცელებული სასმელი, როგორიცაა რძიანი ყავა, უფრო ეფექტურად... 08.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-08T15:11+0400
2023-02-08T15:11+0400
2023-08-17T10:48+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/08/274687410_0:0:1921:1080_1920x0_80_0_0_cd87767d77a799aa20f1409b8254c05e.jpg
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ახალი მეცნიერული კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ ისეთი ფართოდ გავრცელებული სასმელი, როგორიცაა რძიანი ყავა, უფრო ეფექტურად უმკლავდება ანთებით პროცესებს, ვიდრე სუფთა ყავა, წერს Daily Express.ყავის სასარგებლო თვისებები და ჯანმრთელობისთვის მარგებლობა მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს. თუმცა, ადრინდელ კვლევებზე დაყრდნობით ისინი თანხმდებოდნენ, რომ ადამიანმა ამ სასმელისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად არა ხსნადი, არამედ მხოლოდ სუფთა შავი ყავა უნდა მიირთვას — შაქრისა და რძის გარეშე.ახალი კვლევის შედეგებმა კი აჩვენა, რომ ყავაში რძის ჩამატება კი არაფერს აკლებს, არამედ ორმაგად სასარგებლოს ხდის სასმელს.კვლევის ავტორების თქმით, რძეში შემავალი ცილებისა და ყავის ანტიოქსიდანტების კომბინაცია მძლავრ კოქტეილად გარდაიქმნება, რომელიც ანთებებს ორჯერ უფრო ეფექტურად ებრძვის.კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა გადაწყვიტა გამოეცადა პოლიფენოლებისა და ცილების კომბინაციის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.სწავლულებმა კვლევის მონაწილეები სამ ჯგუფად დაყვეს. აქედან პირველის წევრთა იმუნური სისტემის უჯრედებს პოლიფენოლებით „კვებავდნენ“, რომლებიც ცილების საშენ მასალა ამინომჟავასთან შედიოდა რეაქციაში; მეორე ჯგუფს მხოლოდ პოლიფენოლებით ამარაგებდნენ, ხოლო მესამე, ანუ საკონტროლო ჯგუფს არაფერს აძლევდნენ.ექსპერიმენტით დადგინდა, რომ პირველი ჯგუფის, ანუ პოლიფენოლებისა და ამინომჟავების კოქტეილის მიმღებთა იმუნური სისტემა ანთებებს ორჯერ უფრო ეფექტურად უმკლავდებოდა.ამასთან კვლევის შედეგები მოწმობს, რომ ეს დასკვნა ასევე ეხება სხვა იმ პროდუქტებსაც, რომლებიც პოლიფენოლებისა და ცილების კომბინაციას შეიცავს.სამეცნიერო საზოგადოება ამჟამად მუშაობს იმის დადგენაზე, თუ როგორ უნდა დაემატოს პოლიფენოლების სწორი რაოდენობა საკვებ პროდუქტებს, რათა საუკეთესო შედეგი დადგეს. საქმე ისაა, რომ ადამიანებს უბრალოდ არ შეუძლიათ საკვებიდან პოლიფენოლების საჭირო რაოდენობით მიღება.კვლევის ავტორები თემაზე მუშაობას განაგრძობენ და ახლა ცხოველებზე აპირებენ ცდების ჩატარებას. მათ იმედი აქვთ, რომ მომავალში დაფინანსებას მიიღებენ ადამიანებზე პოლიფენოლებისა და ცილების ეფექტური გავლენის შესასწავლად.წყარო: Daily Express
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/08/274687410_0:0:1663:1247_1920x0_80_0_0_72b4eb258f950892a114339e4c77e082.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ახალი ამბები
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ახალი მეცნიერული კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ ისეთი ფართოდ გავრცელებული სასმელი, როგორიცაა რძიანი ყავა, უფრო ეფექტურად უმკლავდება ანთებით პროცესებს, ვიდრე სუფთა ყავა, წერს Daily Express.
ყავის სასარგებლო თვისებები და ჯანმრთელობისთვის მარგებლობა მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს. თუმცა, ადრინდელ კვლევებზე დაყრდნობით ისინი თანხმდებოდნენ, რომ ადამიანმა ამ სასმელისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად არა ხსნადი, არამედ მხოლოდ სუფთა შავი ყავა უნდა მიირთვას — შაქრისა და რძის გარეშე.
ახალი კვლევის შედეგებმა კი აჩვენა, რომ ყავაში რძის ჩამატება კი არაფერს აკლებს, არამედ ორმაგად სასარგებლოს ხდის სასმელს.
კვლევის ავტორების თქმით, რძეში შემავალი ცილებისა და ყავის ანტიოქსიდანტების კომბინაცია მძლავრ კოქტეილად გარდაიქმნება, რომელიც ანთებებს ორჯერ უფრო ეფექტურად ებრძვის.
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა გადაწყვიტა გამოეცადა პოლიფენოლებისა და ცილების კომბინაციის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
სწავლულებმა კვლევის მონაწილეები სამ ჯგუფად დაყვეს. აქედან პირველის წევრთა იმუნური სისტემის უჯრედებს პოლიფენოლებით „კვებავდნენ“, რომლებიც ცილების საშენ მასალა ამინომჟავასთან შედიოდა რეაქციაში; მეორე ჯგუფს მხოლოდ პოლიფენოლებით ამარაგებდნენ, ხოლო მესამე, ანუ საკონტროლო ჯგუფს არაფერს აძლევდნენ.
ექსპერიმენტით დადგინდა, რომ პირველი ჯგუფის, ანუ პოლიფენოლებისა და ამინომჟავების კოქტეილის მიმღებთა იმუნური სისტემა ანთებებს ორჯერ უფრო ეფექტურად უმკლავდებოდა.
ამასთან კვლევის შედეგები მოწმობს, რომ ეს დასკვნა ასევე ეხება სხვა იმ პროდუქტებსაც, რომლებიც პოლიფენოლებისა და ცილების კომბინაციას შეიცავს.
„ვფიქრობ, მსგავსი რამ ხდება, ვთქვათ, ხორცის კერძში, სადაც ასევე არის ბოსტნეული; ან სმუზიში, თუ მას ცილებს დაამატებთ რძის ან იოგურტის სახით“, — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიანა ნისენ ლუნდი.
სამეცნიერო საზოგადოება ამჟამად მუშაობს იმის დადგენაზე, თუ როგორ უნდა დაემატოს პოლიფენოლების სწორი რაოდენობა საკვებ პროდუქტებს, რათა საუკეთესო შედეგი დადგეს. საქმე ისაა, რომ ადამიანებს უბრალოდ არ შეუძლიათ საკვებიდან პოლიფენოლების საჭირო რაოდენობით მიღება.
კვლევის ავტორები თემაზე მუშაობას განაგრძობენ და ახლა ცხოველებზე აპირებენ ცდების ჩატარებას. მათ იმედი აქვთ, რომ მომავალში დაფინანსებას მიიღებენ ადამიანებზე პოლიფენოლებისა და ცილების ეფექტური გავლენის შესასწავლად.