https://sputnik-georgia.com/20230208/rusi-samsvidoboebi-yarabarsi-274682592.html
რუსეთის საგარეო უწყება: რუსი სამშვიდობოებისთვის გაერო მანდატის მინიჭება საჭირო არ არის
რუსეთის საგარეო უწყება: რუსი სამშვიდობოებისთვის გაერო მანდატის მინიჭება საჭირო არ არის
Sputnik საქართველო
08.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-08T12:27+0400
2023-02-08T12:27+0400
2023-07-20T15:49+0400
კავკასია
რუსეთი
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/1e/272583342_0:48:1600:948_1920x0_80_0_0_41a391e6979cc99762c5d323cb373b94.jpg
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოებისთვის გაეროს მანდატის მინიჭება საჭირო არ არის, ბაქოც და ერევანიც ეთანხმებიან მათი მუშაობის მოდალობას და მხარს უჭერენ მას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პიოტრ ილიჩევმა.მისი თქმით, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ „რუსი სამშვიდობოების საქმიანობას მხარს უჭერენ როგორც ბაქოში, ისე ერევანში, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ პირობებში, როცა ტერიტორიის საბოლოო სტატუსი გაურკვეველია“.მანამდე, იანვრის დასაწყისში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების მანდატის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა გაეროს უშიშროების საბჭოში მოთხოვნა წარადგინონ რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნის შესახებ. გარდა ამისა, ფაშინიანმა უფრო ადრე მოუწოდა რუსეთს, დაეყენებინა გაეროს უშიშროების საბჭოში ყარაბაღის საკითხი. მისი თქმით, მოსკოვის ინიციატივა უნდა შეხებოდა „რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატის მინიჭების საკითხს, ან ყარაბაღში დამატებითი სამშვიდობო მრავალეროვნული კონტინგენტის გაგზავნას“. ამის პასუხად რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სამშვიდობოების ჩართვა ყარაბაღში მხოლოდ კონფლიქტის ყველა მხარის თანხმობით შეიძლება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/1e/272583342_92:0:1508:1062_1920x0_80_0_0_24191c48c44e4ec16b646280b55018fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კავკასია, რუსეთი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
კავკასია, რუსეთი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოებისთვის გაეროს მანდატის მინიჭება საჭირო არ არის, ბაქოც და ერევანიც ეთანხმებიან მათი მუშაობის მოდალობას და მხარს უჭერენ მას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პიოტრ ილიჩევმა.
„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სტაბილურობის შენარჩუნების ერთადერთ გარანტად რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი რჩება. არ არის საჭირო მისთვის გაეროს მანდატის მინიჭება, რადგან ჩვენი სამშვიდობოების საქმიანობის მოდალობა უკვე ნათლად არის დაფიქსირებული რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების პირველ სამმხრივ განცხადებაში, რომელიც 2020 წლის 9 ნოემბერს გაკეთდა. ამიტომ მოდავე მხარეთა შორის კონსენსუსი შეინიშნება და ეს ფაქტი აქ საკვანძოა“, — განაცხადა ილიჩოვმა.
მისი თქმით, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ „რუსი სამშვიდობოების საქმიანობას მხარს უჭერენ როგორც ბაქოში, ისე ერევანში, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ პირობებში, როცა ტერიტორიის საბოლოო სტატუსი გაურკვეველია“.
მანამდე, იანვრის დასაწყისში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების მანდატის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა გაეროს უშიშროების საბჭოში მოთხოვნა წარადგინონ რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნის შესახებ.
გარდა ამისა, ფაშინიანმა უფრო ადრე მოუწოდა რუსეთს, დაეყენებინა გაეროს უშიშროების საბჭოში ყარაბაღის საკითხი. მისი თქმით, მოსკოვის ინიციატივა უნდა შეხებოდა „რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატის მინიჭების საკითხს, ან ყარაბაღში დამატებითი სამშვიდობო მრავალეროვნული კონტინგენტის გაგზავნას“.
ამის პასუხად რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სამშვიდობოების ჩართვა ყარაბაღში მხოლოდ კონფლიქტის ყველა მხარის თანხმობით შეიძლება.