მორიგი დეზინფორმაცია - ფინანსთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია სანქციების დარღვევის შესახებ

© Sputnik / Alexander Imedashviliბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2023
გამოწერა
პირველი შემთხვევა არ არის, როცა მასმედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკონტროლოდ შემოდის სანქცირებული საქონელი.
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან ქვეყანაში ტვირთების კონტროლის შესახებ, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ასეთი რეაქცია მოჰყვა შემოსავლების სამსახურში ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქვეყანაში სანქცირებული ტვირთების შემოსვლის შესახებ. როგორც უწყებაში აღნიშნეს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მტკიცებით ფორმაში არის გაცხადებული, თითქოს სანქცირებული საქონელი საქართველოს ტერიტორიაზე უკონტროლოდ შემოდის.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სანქცირებული პროდუქციის მკაცრი კონტროლის ფარგლებში საბაჟო დეპარტამენტის მიერ დამატებით შექმნილია ახალი საბაჟო რისკების მართვის პროფილები ყველა იმ ნაწარმზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით უწყებაში განმარტავენ, რომ 5 თებერვალს ბათუმის საზღვაო პორტში შემოვიდა კომორის კუნძულების დროშით მცურავი თ/მ NIKOLAY MESHKOV, რომელიც დატვირთული იყო ერთ-ერთი კომპანიიდან ქართული კომპანიისთვის გამოგზავნილი 4.718.411 ტონა კოქსით (მყარი საწვავი).
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული სკრინინგის შედეგად დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები“, – ნათქვამია განცხადებაში.
აქედან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, ტვირთი იმპორტის პროცედურაში მოექცა.
მინისტრი: ქვეყანა მკაცრად აკონტროლებს თავის ტერიტორიაზე სანქცირებული ტვირთის გადაადგილებას>>
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციების დაწესებაზე და განაცხადა, რომ ეს საქართველოს უფრო დააზიანებს. საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და ამასთან უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0