https://sputnik-georgia.com/20230208/kus-tba-vakis-parki-bilikebi-kalaze-tbilisis-meria-274689403.html
კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკები მოეწყობა
კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკები მოეწყობა
Sputnik საქართველო
ტენდერს პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკების მოწყობას, მერია უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. 08.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-08T16:22+0400
2023-02-08T16:22+0400
2023-02-08T21:30+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/08/274686516_0:93:1280:813_1920x0_80_0_0_e6398748ac24501867fd229630abbd87.jpg
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკები მოეწყობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკების მოწყობას, მუნიციპალიტეტს საჩუქრად საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ გადასცა.კალაძემ აღნიშნა, რომ ველობილიკი მოეწყობა საერთაშორისო სამთო ველოფედერაციის დოკუმენტის მიხედვით, ხოლო საფეხმავლო ბილიკი – ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად.მისი თქმით, უცხოეთში მსგავსი პროექტები დიდი პოპულარობით სარგებლობს.მერის განმარტებით, ბილიკების მოწყობის პროცესში მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ბუნებრივი მასალები და მინიმუმამდე დაიყვანება რელიეფისა და გარემოს ცვლილება რკინისა და ბეტონის საფარით.„ვინაიდან ქვეითები ხშირად სარგებლობენ კუს ტბის სამანქანო გზით, აღნიშნული პროექტი გააუმჯობესებს მათ უსაფრთხოებასაც. ტერიტორიაზე მოვაწყობთ საპიკნიკე ზონებსაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.მერის თქმით, ამ პროექტთან დაკავშირებით ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/08/274686516_37:0:1244:905_1920x0_80_0_0_13ec1d4e87189cc4a8902c283ca17f24.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, საქართველო
კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკები მოეწყობა
16:22 08.02.2023 (განახლებულია: 21:30 08.02.2023) ტენდერს პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკების მოწყობას, მერია უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკები მოეწყობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკების მოწყობას, მუნიციპალიტეტს საჩუქრად საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ გადასცა.
„უკვე მომზადებულია თანამედროვე, მაღალი სტანდარტების პროექტი, რომელიც თბილისის ურბანული ტყის განვითარების გეგმის ნაწილია. პროექტი ითვალისწინებს მარკირებული და სპეციალური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ველო- და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას, რაც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის ახალი შესაძლებლობების გაჩენას“, – განაცხადა მერმა.
კალაძემ აღნიშნა, რომ ველობილიკი მოეწყობა საერთაშორისო სამთო ველოფედერაციის დოკუმენტის მიხედვით, ხოლო საფეხმავლო ბილიკი – ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად.
მისი თქმით, უცხოეთში მსგავსი პროექტები დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მერის განმარტებით, ბილიკების მოწყობის პროცესში მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ბუნებრივი მასალები და მინიმუმამდე დაიყვანება რელიეფისა და გარემოს ცვლილება რკინისა და ბეტონის საფარით.
„ვინაიდან ქვეითები ხშირად სარგებლობენ კუს ტბის სამანქანო გზით, აღნიშნული პროექტი გააუმჯობესებს მათ უსაფრთხოებასაც. ტერიტორიაზე მოვაწყობთ საპიკნიკე ზონებსაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერის თქმით, ამ პროექტთან დაკავშირებით ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.