https://sputnik-georgia.com/20230208/janmo-rzis-fxvnilis-mwarmoeblebis-agresiuli-marketingi-274680665.html
ჯანმო: რძის ფხვნილის მწარმოებელთა აგრესიული მარკეტინგი ბავშვებს საფრთხეს უქმნის
ჯანმო: რძის ფხვნილის მწარმოებელთა აგრესიული მარკეტინგი ბავშვებს საფრთხეს უქმნის
ჯანმოს განცხადებით, ჩვილ ბავშვთა საკვების მწარმოებლები არწმუნებენ ახალგაზრდა მშობლებს, რომ მათი პროდუქცია ბავშვებს ამშვიდებს და ხელს უწყობს ხანგრძლივ ძილს. 08.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-08T11:09+0400
2023-02-08T11:09+0400
2023-02-08T19:03+0400
მსოფლიო დღეს
ჯანმო
ახალი ამბები
მშობლები და შვილები
ჯანმრთელობა
მსოფლიოში
საერთაშორისო პანორამა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/18/249068402_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_ac767837dac266d2a9837f6a5f5e61dc.jpg
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ჩვილ ბავშვთა საკვების მწარმოებელი კომპანიების მარკეტინგული ტაქტიკა ექსპლუატატორული ხასიათისაა, რის წინააღმდეგაც სასწრაფო ზომების მიღებაა აუცილებელი, ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეს-რელიზში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებულ სამ სტატიას ეყრდნობა.ჯანმოს ექსპერტების თქმით, აუცილებელია აღიკვეთოს რძის ფხვნილების მწარმოებელი კომპანიების ნებისმიერი განცხადება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებლები.ისინი მიუთითებენ, რომ დარგის წარმომადგენლები ძუძუთი კვების საწინააღმდეგო ზომებს ლობირებენ.ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, მიიღონ აუცილებელი ზომები, რომლებიც, ერთი მხრივ, რძის ფხვნილების მწარმოებელთა აგრესიული მარკეტინგის წინააღმდეგ, ხოლო მეორე მხრივ, დედობისა და ძუძუთი კვების მხარდასაჭერად იქნება მიმართული.ექსპერტები შეახსენებენ საზოგადოებას, რომ ძუძუთი კვება ახალშობილებს ენერგიითა და აუცილებელი საკვები ნივთიერებებით ამარაგებს, ამცირებს ინფექციების რისკს და, ზოგიერთი ცნობით, ხელს უწყობს სიმსუქნისა და ქრონიკული დაავადებების გრძელვადიან პრევენციას.მიუხედავად ამისა, როგორც ჯანმოში აცხადებენ, მსოფლიოს მასშტაბით ექვს თვემდე ასაკის ბავშვებიდან მხოლოდ ნახევარზე ნაკლები იკვებება დედის რძით.როგორც Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიებშია ნათქვამი, ჩვილ ბავშვთა საკვების მწარმოებლები რეკლამების მეშვეობით არწმუნებენ ახალგაზრდა მშობლებს, რომ მათი პროდუქცია ბავშვებს ამშვიდებს, ხსნის კოლიკებს და ხელს უწყობს ხანგრძლივ ძილს.ჯანმოს დასკვნით, „სტატიები ხსნის, როგორ იყენებს რძის ფხვნილების მარკეტინგი მთავრობებისა და საზოგადოების მხრიდან ძუძუთი კვების მხარდაჭერის არარსებობას და გენდერულ პოლიტიკას თავისი პროდუქციის გასაყიდად“.ამასთან ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ რძის ფხვნილების გაყიდვების მოცულობა დღეისათვის წელიწადში დაახლოებით 55 მილიარდ დოლარს შეადგენს.წყარო: WHO
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/18/249068402_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_059fe781eb901ab2d563037a7c5722b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ჯანმო , ახალი ამბები, მშობლები და შვილები, ჯანმრთელობა , მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა
ჯანმო , ახალი ამბები, მშობლები და შვილები, ჯანმრთელობა , მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა
ჯანმო: რძის ფხვნილის მწარმოებელთა აგრესიული მარკეტინგი ბავშვებს საფრთხეს უქმნის
11:09 08.02.2023 (განახლებულია: 19:03 08.02.2023) ჯანმოს განცხადებით, ჩვილ ბავშვთა საკვების მწარმოებლები არწმუნებენ ახალგაზრდა მშობლებს, რომ მათი პროდუქცია ბავშვებს ამშვიდებს და ხელს უწყობს ხანგრძლივ ძილს.
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ჩვილ ბავშვთა საკვების მწარმოებელი კომპანიების მარკეტინგული ტაქტიკა ექსპლუატატორული ხასიათისაა, რის წინააღმდეგაც სასწრაფო ზომების მიღებაა აუცილებელი, ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეს-რელიზში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებულ სამ სტატიას ეყრდნობა.
ჯანმოს ექსპერტების თქმით, აუცილებელია აღიკვეთოს რძის ფხვნილების მწარმოებელი კომპანიების ნებისმიერი განცხადება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებლები.
ისინი მიუთითებენ, რომ დარგის წარმომადგენლები ძუძუთი კვების საწინააღმდეგო ზომებს ლობირებენ.
„ეს ახალი კვლევა ხაზს უსვამს, რომ რძის ფხვნილების მწარმოებელ მსხვილ კომპანიებს უზარმაზარი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა აქვთ. ეს ასევე მეტყველებს სახელმწიფო პოლიტიკის სერიოზულ ჩავარდნებზე, რის გამოც მილიონობით ქალი ვერ ახერხებს ბავშვის ძუძუთი კვებას“, – ამბობს ჯანმოს წარმომადგენელი, პროფესორი ნაიჯელ როლინსი.
ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, მიიღონ აუცილებელი ზომები, რომლებიც, ერთი მხრივ, რძის ფხვნილების მწარმოებელთა აგრესიული მარკეტინგის წინააღმდეგ, ხოლო მეორე მხრივ, დედობისა და ძუძუთი კვების მხარდასაჭერად იქნება მიმართული.
ექსპერტები შეახსენებენ საზოგადოებას, რომ ძუძუთი კვება ახალშობილებს ენერგიითა და აუცილებელი საკვები ნივთიერებებით ამარაგებს, ამცირებს ინფექციების რისკს და, ზოგიერთი ცნობით, ხელს უწყობს სიმსუქნისა და ქრონიკული დაავადებების გრძელვადიან პრევენციას.
მიუხედავად ამისა, როგორც ჯანმოში აცხადებენ, მსოფლიოს მასშტაბით ექვს თვემდე ასაკის ბავშვებიდან მხოლოდ ნახევარზე ნაკლები იკვებება დედის რძით.
როგორც Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიებშია ნათქვამი, ჩვილ ბავშვთა საკვების მწარმოებლები რეკლამების მეშვეობით არწმუნებენ ახალგაზრდა მშობლებს, რომ მათი პროდუქცია ბავშვებს ამშვიდებს, ხსნის კოლიკებს და ხელს უწყობს ხანგრძლივ ძილს.
„ჩვილ ბავშვთა საკვების ინდუსტრია იყენებს შეცდომაში შემყვან და დაუდასტურებელ მეცნიერულ მონაცემებს იმ მოსაზრების თავს მოსახვევად, რომ ეს პროდუქცია ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების გავრცელებულ პრობლემებს გადაჭრის“, — ამბობს პროფესორი ლინდა რიხტერი.
ჯანმოს დასკვნით, „სტატიები ხსნის, როგორ იყენებს რძის ფხვნილების მარკეტინგი მთავრობებისა და საზოგადოების მხრიდან ძუძუთი კვების მხარდაჭერის არარსებობას და გენდერულ პოლიტიკას თავისი პროდუქციის გასაყიდად“.
ამასთან ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ რძის ფხვნილების გაყიდვების მოცულობა დღეისათვის წელიწადში დაახლოებით 55 მილიარდ დოლარს შეადგენს.