მოსაზრება: ევროპა რუსეთისგან სიტყვის თავისუფლებას იცავს

© photo: Sputnik / Vladimir Sergeev
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2023
გამოწერა
ელენა კარაევა
ევროკავშირში რუსული მასმედიის მუშაობის აკრძალვით „ჩვენ არ ვესხმით თავს სიტყვის თავისუფლებას, არამედ ვიცავთ მას“, აღნიშნა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალი რანგის წარმომადგენელმა ბრიუსელში დეზინფორმაციასთან ბრძოლის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მაშ ასე – განსხვავებული შეხედულების (რომელიც არ მოსწონს ევროკავშირს) აკრძალვა, როგორც აღმოჩნდა, არის არა სიტყვებისა და აზრების ცენზურა, არამედ პირიქით – ორივეს თავისუფლება.
ნიუანსები გათვალისწინებული არ არის: ყველაფერი, რაზეც რუსული მასმედია, რუსი ჟურნალისტები რუსეთის სახელით საუბრობენ, არის მცდარი. ბრჭყალების გარეშე. ეს არ არის ხრუშჩოვის დროინდელი საბჭოთა წარსულის სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე მუხლი, არამედ დანაშაულის პრეზუმფციაა, რომელიც გამოიყენება მიმდინარე მოვლენებზე საერთო ევროპულისგან განსხვავებული თვალსაზრისის მქონე რუსული მასმედიის მიმართ. ასეთმა პრეზუმფციამ მიგვიყვანა აკრძალვამდე, აკრძალვა კი – სიკეთეა.
დაახლოებით ასე შეიძლება ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილის ნათქვამის განმარტება, რომელიც გაერთიანებული ევროპის მთელ ამჟამინდელ პოლიტიკას კურირებს.
განსხვავებული აზროვნება და განსხვავებული მოქმედება, რომელიც ბორელმა მონათლა, როგორც „ნარატივების ომი“ (მარტივად – პოლემიკა), დღეს ევროპაში კანონითაა აკრძალული.
ჯერ, ვიდრე საუბარია გეოპოლიტიკურ კონფლიქტზე. ამ კონფლიქტში, მიუხედავად საპირისპიროს მტკიცებისა, ბრიუსელი ერთ-ერთი მხარეა, ვინც რა არ უნდა თქვას. კრიზისის მომენტში საჭიროა საზოგადოებრივი მხარდაჭერა და კონსოლიდაცია, აქ კი რუსები თავიან პოზიციას, თავიანთ ფაქტებს, მოსაზრებებსა და იდეებს ჩრიან. და თუ რუსები შეძლებენ ეჭვების დათესვას მიმდინარე ტაქტიკისა და მომავალი სტრატეგიის სისწორეში, რომელიც უკრაინის უპირობო მხარდაჭერას ეხება, მაშინ რა მოხდება? ევროპელების საზოგადოება შეიძლება გაიყოს. ეს კი ფარული, მაგრამ მაინც საფრთხეა.
განხეთქილებას კი მოჰყვება უნდობლობა, უნდობლობას – სამოქმედო გეგმების მოწონების რეიტინგების ვარდნა. რეიტინგების ვარდნას – მანიფესტაციები და პროტესტები.
და ეს ყველაფერი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რომლის შელამაზებაც, რასაკვირველია, შეიძლება, მაგრამ მაკიაჟი, განსაკუთრებით პოლიტიკური, ყოველისშემძლე არ არის.
ასე რომ, ყველაფერი, რუსეთთან დაკავშირებული – არ ვარგა. ამასთან, ვინც რუსეთის წინააღმდეგია, არის სრული, ღია, ფართო კეთილდღეობის, პირველ რიგში, ფინანსურის, რეჟიმი.
ევროპელებისთვის არმოსაწონი პოლიტიკის გამტარებელი ქვეყნის მასმედიის აკრძალვის მომდევნო ეტაპი შეიძლება გახდეს ამავე ქვეყნის ავტორების წიგნების აკრძალვა, რაც სინამდვილეში უკვე ხდება. ჯერ მხოლოდ ბებერი კონტინენტის აღმოსავლეთ საზღვრებზე.
შემდეგ იწყება იმ ავტორების წიგნების დაწვა, რომლებიც „ვერ ეწერებიან ახალ ეთიკაში, იდეოლოგიაში და არ შეესაბამებიან შეტაკების ისტორიულ მომენტს“, რომელშიც განათლებული ევროპა „რუსულ იმპერიულ ბარბაროსებს“ ებრძვის.
მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ წიგნები 90 წლის წინ დაწვეს, 1933 წლის მაისში ბერლინის ოპერნპლაცზე „არაგერმანული სულის საწინააღმდეგო აქციის“ ფარგლებში. „არაგერმანულს“ „არასაერთოევროპულით“ თუ ჩავანაცვლებთ, მივიღებთ ისტორიულ ანალოგს სრულიად სხვა შეფერილობით.
1933-ში პრესის წინააღმდეგ რეპრესიები მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე მოხდა, ვიდრე წიგნებს დაწვავდნენ, ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში კი აღმოჩნდნენ ჟურნალისტები, რომლებმაც გაბედეს მაშინდელი პოლიტიკური მეინსტრიმის თეზისების საწინააღმდეგოდ გამოსვლა.
ისტორია მეორდება. და სავსებით მოსალოდნელია, საერთოევროპელების სიტყვებს საქმეებიც მოჰყვეს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0