https://sputnik-georgia.com/20230208/---274676103.html
ბადრი ესებუა დააკავეს
ბადრი ესებუა დააკავეს
Sputnik საქართველო
ბადრი ესებუა პოლიციელების თვალთახედვიდან ნახევარი მილიონი დოლარით ხელში 2020 წელს გაქრა. 08.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-08T09:16+0400
2023-02-08T09:16+0400
2023-02-08T18:35+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824813_0:45:2501:1451_1920x0_80_0_0_9405d8e8b09b017a80f102021def2027.jpg
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თუ სად და რა ვითარებაში მოხდა დაკავება, დეტალები უცნობია.დაუზუსტებელი ინფორმაციით, ესებუა ზუგდიდში დააკავეს, იმ დროს, როდესაც იგი აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა.„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. შეიარაღებული ესებუა ბანკის შენობაში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824813_119:0:2344:1669_1920x0_80_0_0_3494d514a5d1d78ccbe18731f0967818.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები, ახალი ამბები
ბადრი ესებუა დააკავეს
09:16 08.02.2023 (განახლებულია: 18:35 08.02.2023) ბადრი ესებუა პოლიციელების თვალთახედვიდან ნახევარი მილიონი დოლარით ხელში 2020 წელს გაქრა.
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თუ სად და რა ვითარებაში მოხდა დაკავება, დეტალები უცნობია.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ესებუა ზუგდიდში დააკავეს, იმ დროს, როდესაც იგი აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა.
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. შეიარაღებული ესებუა ბანკის შენობაში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.