ყალბი საგადასახადო დოკუმენტები: ბიზნესმენებს ბრალი წაუყენეს

© courtesy of Investigation Service of Ministry of Finance of Georgiaფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ბრალის დამტკიცების შემთხევაში, აღნიშნულო პირებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მათი მართვის ქვეშ არსებული კომპანიების სახელით ყალბი ანგარიშ-ფაქტურები გაწერეს, რის შედეგადაც თავისივე კომპანიების სახელზე ჯამში 350 ათასამდე ლარის ყალბი აქტივი შექმნეს.
აღნიშნული თანხიდან ბრალდებულებმა 337 ათასი ლარის ყალბი აქტივით ბიუჯეტის მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებები დაფარეს, ხოლო 10 ათას ლარამდე ფიქტიურ აქტივს თაღლითური გზით დაეუფლნენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის210-ე (ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენება), 185-ე (ქონებრივი დაზიანება მოტყუებით) და180-ე (თაღლითობა) მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0