https://sputnik-georgia.com/20230207/saqartvelos-istoria-brzola-fazisistvis-gubaz-meore-naxoragani-274653626.html
ბრძოლა ფაზისისთვის: როგორ მოუტანა გამარჯვება ქართველებს სპილომ
ბრძოლა ფაზისისთვის: როგორ მოუტანა გამარჯვება ქართველებს სპილომ
Sputnik საქართველო
542 წელს, მსოფლიოს მაშინდელ ორ სუპერსახელმწიფოს — ბიზანტიასა და სპარსეთს შორის, ეგრისისათვის დიდი ომი დაიწყო, რომელიც თითქმის 20 წელი გაგრძელდა. 07.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-07T16:38+0400
2023-02-07T16:38+0400
2023-02-07T16:58+0400
საქართველოს ისტორიიდან
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
ფაქტები ისტორიიდან
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/07/274653465_0:0:3173:1785_1920x0_80_0_0_a36e05f06ea42d063f04c990ffa3878a.jpg
542 წელს, მსოფლიოს მაშინდელ ორ სუპერსახელმწიფოს — ბიზანტიასა და სპარსეთს შორის, ეგრისისათვის დიდი ომი დაიწყო, რომელიც თითქმის 20 წელი გაგრძელდა.იმ დროს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო — ანუ იბერია, სპარსეთს ჰქონდა დაპყრობილი, ხოლო დასავლეთი — ანუ ეგრისი, ბიზანტიას.ბიზანტიის წინააღმდეგ ამბოხებულმა ეგრისის (ლაზიკის) მეფე გუბაზ II-ემ დახმარებისთვის სპარსეთის მეფე ხოსრო I ანუშირვანს მიმართა. ხოსრო ჯარს თავად ჩაუდგა სათავეში და დიდძალი ლაშქრით შეიჭრა გუბაზის სამფლობელოში.მეფე თავისი მეომრებით ვარდციხესთან შეეგება სპარსეთის შაჰს და ერთიანი ძალით შეუტიეს ეგრისში ბიზანტიელთა მთავარ ბასტიონს — პეტრას ციხეს.ჭკუა ეხმარა ციხის მცველთა სარდალ იოანე ციბეს. იმგვარად მოეწყო საქმე, რომ პეტრა ბიზანტიელთაგან მიტოვებულს დამსგავსებოდა. ამიტომაც თამამად მიუახლოვდნენ მას სპარსელები. და ის-ის იყო, ციხის კარიბჭე უნდა შეეღოთ, რომ ბიზანტიელები გარეთ გამოცვივდნენ და მოულოდნელი თავდასხმით დაბნეულ სპარს ავანგარდს წირვა გამოუყვანეს.მეწინავე ჯარის განადგურებით განრისხებული შაჰის ბრძანებით, დამარცხებული სარდალი გაკოჭეს და კარგად გათლილ სარზე წამოაგეს.მერე თავადაც ხერხს მიმართეს სპარსელებმა: ციხის ერთ კედელს ძირი გამოუთხარეს, შეშა შეალაგეს და ცეცხლი წაუკიდეს. ხანძარმა კედლის სიმტკიცე შეარყია და ჩამოშალა. ამას დაერთო ისიც, რომ შორიდან ნატყორცნმა ისარმა შეიწირა ბიზანტიელთა სარდალი იოანე ციბე. და უმეთაუროდ დარჩენილი მეციხოვნეები სპარსელებს დანებდნენ.ამის შემდეგ სპარსთა ლაშქარმა იერიში სებასტოპოლისსა (სოხუმი) და პიტიუნტში (ბიჭვინთა) გამაგრებულ ბიზანტიურ გარნიზონებზე მიიტანა. ბიზანტიელებმა, როგორც კი პეტრას ციხის დაცემა და ეგრისელ-სპარსელთა ჯარის მიახლოება შეიტყვეს, იქაურობა გადაწვეს, გემებში ჩასხდნენ და გაიქცნენ.სპარსელებმა, როგორც კი საქმე მომთავრებულად ჩათვალეს, ნამდვილი სახე გამოაჩინეს. მათი ბატონობა ერთმორწმუნე ბიზანტიელთა უღელზე დამღუპველი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისათვის. მათ ცეცხლითა და მახვილით გაავრცელეს ეგრისში ზოროასტრიზმი. გაურჩებულებს კი, შაჰის ბრძანებით, საკუთარი კარ-მიდამოდან ყრიდნენ და მათ სახლებში სპარსელებს ასახლებდნენ. გაუსაძლისი ვითარება შეიქმნა ქვეყანაში.და 548 წელს მეფე გუბაზი ისევ აჯანყდა, ოღონდ ამჯერად სპარსელთა წინააღმდეგ და ახლა ბიზანტიელებს შეეკრა.განრისხებულმა ანუშირვანმა ამბოხებულ ეგრისელთა დასასჯელად ჯერ მერმეროე და ხორენე წარმოგზავნა, ხოლო მას შემდეგ, რაც მერმეროე ბრძოლაში დაიღუპა, სხვა სახელმოხვეჭილი სარდალი — ნახორაგანი აფრინა ეგრისს.ნახორაგანმა თავიდან გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, ეგრისელთა და ბიზანტიელთა გაერთიანებულ ლაშქარს ციხე-გოჯი წაართვა. მაგრამ მერე მისი შენარჩუნება ვეღარ შეძლო და ერთ წელიწადში ისევ დაკარგა.ამის მერე სპარსელებმა მიზანში ქალაქი ფაზისი ამოიღეს, რომელიც ხის გალავანით იყო შემოსაზღვრული და სუსტად გახლდათ დაცული. ნახორაგანს გამარჯვებაში ეჭვიც არ ეპარებოდა. მით უმეტეს, რომ სპარსელებს არსენალში საბრძოლო სპილოები ჰყავდათ. ალყაშემორტყმული ქალაქის დასახმარებლად მისულ ძალას სპარსელებმა დიდი ზარალი ანახეს — სპილოებმა ბიზანტიელ-ეგრისელთა წინა რიგები ერთიანად გადათელეს.და გამარჯვებაც სპარსელებს დარჩებოდათ, რომ არა ერთი გაუთვალისწინებელი შემთხვევა, რომელმაც გადაწყვიტა კიდეც ბრძოლის ბედი.ერთი სპილო ბიზანტიელ შუბოსანს, სახელად ოგნარს გამოეკიდა. გასაქცევი გზა რომ ვეღარ იპოვა, ოგნარმა მხნეობა მოიკრიბა, მიუბრუნდა სპილოს და შუბი შიგ შუბლში აძგერა მთელი ძალით. ტკივილით გაშმაგებულმა ცხოველმა არავინ დაინდო, ვისაც გადააწყდა, ეშვებით გაგლიჯა. მერე სპარსელებისკენ შებრუნდა და გაცოფებული დაერია მათ რიგებს. ამ ერთ სპილოს სხვებმაც აუბეს მხარი, ძუნძულით მიჰყვნენ და მუსრი გაავლეს შაჰის ჯარს.ამან დიდი არეულობა და პანიკა გამოიწვია ნახორაგანის ბანაკში, რითაც კარგად ისარგებლეს ბიზანტიელ-ეგრისელებმა და სპარსელებს მთელი ძალებით შეუტიეს. ნახორაგანი იძულებული გახდა, უკან დაეხია.ფაზისთან გამართულ იმ ბრძოლაში 10 ათასზე მეტი სპარსელი მეომარი დაიღუპა. მარცხის შემდეგ ანუშირვან შაჰის სარდალმა ეგრისში ლაშქრობის გაგრძელება უაზროდ ჩათვალა და იბერიაში გაბრუნდა.არ აპატია ეგრისში განცდილი უაზრო მარცხი ხოსრო ანუშირვანმა თავის სარდალს. მისი ბრძანებით, ნახორაგანს ცოცხლად გახადეს ტყავი და ასე წამებით ამოხადეს სული.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/07/274653465_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_3b00cbad72ce5524f4e030fb9cc004f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
საქართველოს ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე, ფაქტები ისტორიიდან , წასაკითხი ამბები
საქართველოს ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე, ფაქტები ისტორიიდან , წასაკითხი ამბები
542 წელს, მსოფლიოს მაშინდელ ორ სუპერსახელმწიფოს — ბიზანტიასა და სპარსეთს შორის, ეგრისისათვის დიდი ომი დაიწყო, რომელიც თითქმის 20 წელი გაგრძელდა.
იმ დროს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო — ანუ იბერია, სპარსეთს ჰქონდა დაპყრობილი, ხოლო დასავლეთი — ანუ ეგრისი, ბიზანტიას.
ბიზანტიის წინააღმდეგ ამბოხებულმა ეგრისის (ლაზიკის) მეფე გუბაზ II-ემ დახმარებისთვის სპარსეთის მეფე ხოსრო I ანუშირვანს მიმართა. ხოსრო ჯარს თავად ჩაუდგა სათავეში და დიდძალი ლაშქრით შეიჭრა გუბაზის სამფლობელოში.
მეფე თავისი მეომრებით ვარდციხესთან შეეგება სპარსეთის შაჰს და ერთიანი ძალით შეუტიეს ეგრისში ბიზანტიელთა მთავარ ბასტიონს — პეტრას ციხეს.
ჭკუა ეხმარა ციხის მცველთა სარდალ იოანე ციბეს. იმგვარად მოეწყო საქმე, რომ პეტრა ბიზანტიელთაგან მიტოვებულს დამსგავსებოდა. ამიტომაც თამამად მიუახლოვდნენ მას სპარსელები. და ის-ის იყო, ციხის კარიბჭე უნდა შეეღოთ, რომ ბიზანტიელები გარეთ გამოცვივდნენ და მოულოდნელი თავდასხმით დაბნეულ სპარს ავანგარდს წირვა გამოუყვანეს.
მეწინავე ჯარის განადგურებით განრისხებული შაჰის ბრძანებით, დამარცხებული სარდალი გაკოჭეს და კარგად გათლილ სარზე წამოაგეს.
მერე თავადაც ხერხს მიმართეს სპარსელებმა: ციხის ერთ კედელს ძირი გამოუთხარეს, შეშა შეალაგეს და ცეცხლი წაუკიდეს. ხანძარმა კედლის სიმტკიცე შეარყია და ჩამოშალა. ამას დაერთო ისიც, რომ შორიდან ნატყორცნმა ისარმა შეიწირა ბიზანტიელთა სარდალი იოანე ციბე. და უმეთაუროდ დარჩენილი მეციხოვნეები სპარსელებს დანებდნენ.
ამის შემდეგ სპარსთა ლაშქარმა იერიში სებასტოპოლისსა (სოხუმი) და პიტიუნტში (ბიჭვინთა) გამაგრებულ ბიზანტიურ გარნიზონებზე მიიტანა. ბიზანტიელებმა, როგორც კი პეტრას ციხის დაცემა და ეგრისელ-სპარსელთა ჯარის მიახლოება შეიტყვეს, იქაურობა გადაწვეს, გემებში ჩასხდნენ და გაიქცნენ.
სპარსელებმა, როგორც კი საქმე მომთავრებულად ჩათვალეს, ნამდვილი სახე გამოაჩინეს. მათი ბატონობა ერთმორწმუნე ბიზანტიელთა უღელზე დამღუპველი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისათვის. მათ ცეცხლითა და მახვილით გაავრცელეს ეგრისში ზოროასტრიზმი. გაურჩებულებს კი, შაჰის ბრძანებით, საკუთარი კარ-მიდამოდან ყრიდნენ და მათ სახლებში სპარსელებს ასახლებდნენ. გაუსაძლისი ვითარება შეიქმნა ქვეყანაში.
და 548 წელს მეფე გუბაზი ისევ აჯანყდა, ოღონდ ამჯერად სპარსელთა წინააღმდეგ და ახლა ბიზანტიელებს შეეკრა.
განრისხებულმა ანუშირვანმა ამბოხებულ ეგრისელთა დასასჯელად ჯერ მერმეროე და ხორენე წარმოგზავნა, ხოლო მას შემდეგ, რაც მერმეროე ბრძოლაში დაიღუპა, სხვა სახელმოხვეჭილი სარდალი — ნახორაგანი აფრინა ეგრისს.
ნახორაგანმა თავიდან გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, ეგრისელთა და ბიზანტიელთა გაერთიანებულ ლაშქარს ციხე-გოჯი წაართვა. მაგრამ მერე მისი შენარჩუნება ვეღარ შეძლო და ერთ წელიწადში ისევ დაკარგა.
ამის მერე სპარსელებმა მიზანში ქალაქი ფაზისი ამოიღეს, რომელიც ხის გალავანით იყო შემოსაზღვრული და სუსტად გახლდათ დაცული. ნახორაგანს გამარჯვებაში ეჭვიც არ ეპარებოდა. მით უმეტეს, რომ სპარსელებს არსენალში საბრძოლო სპილოები ჰყავდათ. ალყაშემორტყმული ქალაქის დასახმარებლად მისულ ძალას სპარსელებმა დიდი ზარალი ანახეს — სპილოებმა ბიზანტიელ-ეგრისელთა წინა რიგები ერთიანად გადათელეს.
და გამარჯვებაც სპარსელებს დარჩებოდათ, რომ არა ერთი გაუთვალისწინებელი შემთხვევა, რომელმაც გადაწყვიტა კიდეც ბრძოლის ბედი.
ერთი სპილო ბიზანტიელ შუბოსანს, სახელად ოგნარს გამოეკიდა. გასაქცევი გზა რომ ვეღარ იპოვა, ოგნარმა მხნეობა მოიკრიბა, მიუბრუნდა სპილოს და შუბი შიგ შუბლში აძგერა მთელი ძალით. ტკივილით გაშმაგებულმა ცხოველმა არავინ დაინდო, ვისაც გადააწყდა, ეშვებით გაგლიჯა. მერე სპარსელებისკენ შებრუნდა და გაცოფებული დაერია მათ რიგებს. ამ ერთ სპილოს სხვებმაც აუბეს მხარი, ძუნძულით მიჰყვნენ და მუსრი გაავლეს შაჰის ჯარს.
ამან დიდი არეულობა და პანიკა გამოიწვია ნახორაგანის ბანაკში, რითაც კარგად ისარგებლეს ბიზანტიელ-ეგრისელებმა და სპარსელებს მთელი ძალებით შეუტიეს. ნახორაგანი იძულებული გახდა, უკან დაეხია.
ფაზისთან გამართულ იმ ბრძოლაში 10 ათასზე მეტი სპარსელი მეომარი დაიღუპა. მარცხის შემდეგ ანუშირვან შაჰის სარდალმა ეგრისში ლაშქრობის გაგრძელება უაზროდ ჩათვალა და იბერიაში გაბრუნდა.
არ აპატია ეგრისში განცდილი უაზრო მარცხი ხოსრო ანუშირვანმა თავის სარდალს. მისი ბრძანებით, ნახორაგანს ცოცხლად გახადეს ტყავი და ასე წამებით ამოხადეს სული.