https://sputnik-georgia.com/20230207/rusetis-navtobsemosavlebi-ganaxevrda-274648856.html
იანვარში რუსეთის შემოსავლები განახევრდა: ფინანსთა სამინისტროს მონაცემები
იანვარში რუსეთის შემოსავლები განახევრდა: ფინანსთა სამინისტროს მონაცემები
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვარში ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის... 07.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-07T14:01+0400
2023-02-07T14:01+0400
2023-02-07T14:01+0400
რუსეთი
ეკონომიკა
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259842778_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_31cba52d7936b5fc0f1d951595fdb482.jpg
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვარში ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის განახევრდა, ნათქვამია რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.უწყების მონაცემებით, იანვარში ნავთობისა და გაზის შემოსავლებმა 426 მილიარდი რუბლი შეადგინა, რაც შარშანდელ იანვართან შედარებით 46%-ით ნაკლებია.ფინანსთა სამინისტრო ამგვარ ვარდნას რუსული Urals-ზე ფასის კლებასა და გაზის ექსპორტის შემცირებას უკავშირებს.იანვრის დასაწყისში, როგორც ამას დამოუკიდებელი საფასო სააგენტო „არგუსი“ წერდა, Urals-ის მარკის ნავთობის ერთი ბარელი 38 დოლარზე ნაკლებად იყიდებოდა. ეს რუსულ ენერგომატარებლებზე ევროკავშირის მიერ დაწესებულ მაქსიმალურ ზღვრულ ფასზე — 60 დოლარზე ბევრად ნაკლებია. თუმცა არსებობს ვარაუდები, რომ რეალური ფასი, რომლითაც რუსეთი ნავთობს ყიდის, შესაძლოა უფრო მაღალი იყოს.რაც შეეხება რუსეთის ისეთ შემოსავლებს, რომლებსაც კავშირი არ აქვს ნავთობთან და გაზთან, იანვარში მან 931 მლრდ რუბლი შეადგინა. ეს გასული წლის იანვართან შედარებით 28%-ით ნაკლებია.ამასთან, იანვარში რუსეთის საბიუჯეტო ხარჯები თითქმის 59%-ით გაიზარდა და 3,1 ტრილიონ რუბლს მიაღწია.ამრიგად, რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა იანვარში 1,76 ტრილიონი რუბლი შეადგინა.როგორც სააგენტო Bloombergაღნიშნავს, ეს რეკორდია 1998 წლიდან. თუმცა რუსეთის ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.წყარო: რუსეთის ფინანსთა სამინისტრო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259842778_510:390:2721:2048_1920x0_80_0_0_c9cddb9f8475534298329e52daff45ef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
რუსეთი, ეკონომიკა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები
რუსეთი, ეკონომიკა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვარში ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის განახევრდა, ნათქვამია რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების მონაცემებით, იანვარში ნავთობისა და გაზის შემოსავლებმა 426 მილიარდი რუბლი შეადგინა, რაც შარშანდელ იანვართან შედარებით 46%-ით ნაკლებია.
ფინანსთა სამინისტრო ამგვარ ვარდნას რუსული Urals-ზე ფასის კლებასა და გაზის ექსპორტის შემცირებას უკავშირებს.
იანვრის დასაწყისში, როგორც ამას დამოუკიდებელი საფასო სააგენტო „არგუსი“ წერდა, Urals-ის მარკის ნავთობის ერთი ბარელი 38 დოლარზე ნაკლებად იყიდებოდა. ეს რუსულ ენერგომატარებლებზე ევროკავშირის მიერ დაწესებულ მაქსიმალურ ზღვრულ ფასზე — 60 დოლარზე ბევრად ნაკლებია. თუმცა არსებობს ვარაუდები, რომ რეალური ფასი, რომლითაც რუსეთი ნავთობს ყიდის, შესაძლოა უფრო მაღალი იყოს.
რაც შეეხება რუსეთის ისეთ შემოსავლებს, რომლებსაც კავშირი არ აქვს ნავთობთან და გაზთან, იანვარში მან 931 მლრდ რუბლი შეადგინა. ეს გასული წლის იანვართან შედარებით 28%-ით ნაკლებია.
ამასთან, იანვარში რუსეთის საბიუჯეტო ხარჯები თითქმის 59%-ით გაიზარდა და 3,1 ტრილიონ რუბლს მიაღწია.
ამრიგად, რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა იანვარში 1,76 ტრილიონი რუბლი შეადგინა.
როგორც სააგენტო Bloombergაღნიშნავს, ეს რეკორდია 1998 წლიდან. თუმცა რუსეთის ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.