მოსაზრება: უკრაინის არმიამ ქიმიური იარაღი გამოიყენა - შურისძიება გარდაუვალია

© photo: Sputnik / Sergey Krivosheev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2023
გამოწერა
უკრაინის შეიარაღებული ძალები ბრძოლისუნარიანობა მკვეთრად ეცემა და მისი კომპენსირება არც ახლად მობილიზებულებით და არც ქიმიური იარაღის გამოყენებით არის შესაძლებელი.
ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსის შეცვლის მცდელობისას უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან გამოიყენონ ომის წარმოების აკრძალული მეთოდები. დონეცკის ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა იან გაგინმა დღეს განაცხადა, რო უკრაინის ჯარმა ბახმუტისა და სოლედარის მიმართულებებით ქიმიური იარაღი გამოიყენა. თუ მომწამვლელი ნივთიერებების არსებობას რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარის სპეციალისტები დაადასტურებენ, კიევს მოუწევს, პასუხი აგოს ამ სამხედრო დანაშაულზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან „ქიმიის“ გამოყენება რუსული დანაყოფების წინააღმდეგ ბახმუტში შეიძლება სასოწარკვეთილების აქტი იყოს. რუსული ჯარის მოიერიშე დანაყოფები და სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ რაზმები ბახმუტს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უახლოვდებიან.
მეთაურობის ბრძანებების მიუხედავად, უკრაინელი მებრძოლები ვერ ინარჩუნებენ თავდაცვით პოზიციებს და ქალაქს ტოვებენ. ამასწინათ გავრცელდა ინფორმაცია სპეცოპერაციის დაწყებიდან, 11 თვეში, უკრაინის მხარეს 257 ათასი ჯარისკაცის დაკარგვის შესახებ. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში 2458 ნატოს სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, მათ შორის, 234 სამხედრო ინსტრუქტორი აშშ-იდან.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინდელ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ემზადებიან თებერვლის შუა რიცხვებიდან მნიშვნელოვანი შეტევისთვის. კიევი ცდილობს მარტისთვის 200-ათასიანი ჯარის შეკრებას აღმოსავლეთის ფრონტზე ტენდენციის გარდასატეხად. ასეთი მიდგომა და თავდაცვის მინისტრის შეცვლა უკრაინელებს კარგს არაფერს მოუტანს.

რისთვის სჭირდებათ ბახმუტის შენარჩუნება

პენტაგონი კიევისგან მოითხოვს რეზერვების შენარჩუნებას, ჯარის გაყვანას ბახმუტის დასავლეთით მომზადებულ საზღვრებზე. ზელენსკის ეჩვენება, რომ დონბასში მეთოდურად განადგურებული უკრაინული ჯარი რაღაც მანქანებით დაიცავს სახელმწიფოს კრახისგან. აქედან - დამსჯელი კანონმდებლობის უკიდურესად გამკაცრება. უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერმა ბახმუტიდან გამოცემა Politico-ს აცნობა: „ზოგჯერ პოზიციების დატოვება ერთადერთი საშუალებაა უაზრო სიკვდილისგან პირადი შემადგენლობის გადასარჩენად. თუ შეუძლებელია საბრძოლო მასალის მიწოდება... თქვენი საბრძოლო ფასი ნულის ტოლია“.
რუსულმა ძალებმა დღეს დაიკავეს სოფელი ნიკოლაევკა, რომელიც ქალაქ სლავიანსკიდან ორი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. დნეპრის მარცხენა სანაპიროზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დემილიტარიზაციის შემდეგ რუსული ძალები უფრო სწრაფად შეძლებენ დედაქალაქის და უკრაინის დასავლეთი რეგიონების აღებას.
როდესაც ვითარება გახურდება, აშშ და ნატო გაქრებიან. Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთის ახალი შეტევა უახლოეს 10 დღეში დაიწყება, სავარაუდოდ, დონეცკის სამხრეთითა და ლუგანსკის დასავლეთ ნაწილში. უკრაინა უკეთესის იმედს იტოვებს და უარესისთვის ემზადება.
კონტრშეტევის მცდელობისთვის კიევი ნატოსგან ითხოვს ასობით ტანკს, საბრძოლო მანქანას, გამანადგურებელს, დიდი კალიბრის საბრძოლო მასალას. დასავლური მოწოდების მოცულობა და ლოგისტიკა სრულიად არ შეესატყვისება უკრაინის შეიარაღებული ძალების მოთხოვნებს. გამოცემა Asia Times მივიდა დასკვნამდე, რომ უკრაინის არმია დიდხანს ვერ შეაკავებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, ნატოს ქვეყნების დაპირებული მძიმე შეიარაღებითაც კი: „უკრაინა მომდევნო ექვს თვეში რუსეთის მომზადებული ზეწოლის შედეგად განადგურდება“.
ანალიტიკური პორტალი 19FortyFive ავსებს სურათს: „დასავლეთის ბრმა რწმენა იარაღის ძალისა ზრდის რუსეთსა და ნატოს შორის პირდაპირი სამხედრო კონფრონტაციის საფრთხეს“. დასავლეთის სიძლიერეში ასეთ რწმენას ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი ავლენს. მაგალითად, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი სრულებით არ გამორიცხავს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო. დასავლეთში არ არიან მზად, მიიღონ მრავალპოლარული სამყაროს რეალობა. თუმცა სამხედრო კონფლიქტების დასასრული წყდება არა დასავლური მასმედიის სცენასა თუ მოედნებზე, არამედ კოორდინატების სტრატეგიულ სისტემაში. რუსეთის შეიარაღებული ძალები ჯაბნიან უკრაინულ ძალებს.
რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0