მთავრობის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2023
გამოწერა
ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერები აპირებენ გააგრძელონ პროტესტი მანამ, სანამ სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ არ გადაიყვანენ
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. დღეს საღამოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქცია დაიგეგმა გუშინ, მას შემდეგ რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე „ნაცმოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა და თქვა, რომ ამიერიდან აქციები ყოველდღე გაიმართება.
„მოსამართლე არევაძის გადაწყვეტილების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოში სიკვდილმისჯილი. ივანიშვილმა („ქართული ოცნების“ დამფუძნებელი - რედ.) გადაწყვიტა ჩვენ და ჩვენს შვილებს მოგვიწყოს ჯოჯოხეთი. ამაზე პასუხი მხოლოდ შეიძლება ერთი იყოს - ვინც აიღო მახვილი, მახვილითვე წარწყდება, ვინც გადაწყვიტა, რომ ამ ქვეყნის მომავალი ჯოჯოხეთში დაწვას, თვითონ დაიწვება ჯოჯოხეთში“, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პლაკატები წარწერებით „თავისუფლება მიშას“, „გავერთიანდეთ მიშასთვის“ და ა.შ. ადგილზე იყო მობილიზებული პოლიცია.
როგორც „ნაცმოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ სააკაშვილს სამკურნალოდ უცხოეთში არ გადაიყვანენ.
„თუ ჩვენ, საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი დავუშვით, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ამ სირცხვილს თაობების განმავლობაში ვერ ჩამოირეცხავს. აქციები მწვავე ფორმის იქნება“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
Акция протеста сторонников Михаила Саакашвили у здания Тбилисского суда - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2023
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
აქციას შეუერთდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის პარტიებიდან „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, ასევე პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი.
დღევანდელ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ხვალიდან საპროტესტო აქციები იქნება ყველგან, მათ შორის დედაქალაქში, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის სახლთან, მოქმედი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის სახლთან.
ხაბეიშვილი თავის გეგმებზე უფრო დეტალურად მოგვიანებით ბრიფინგზე ისაუბრებს.
ყველა ახალი ამბავი
0