https://sputnik-georgia.com/20230207/literaturulma-premia-sabam-konkursi-gamoacxada-274646418.html
ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ XXI კონკურსი გამოაცხადა
ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ XXI კონკურსი გამოაცხადა
Sputnik საქართველო
ლიტერატურულ კონკურსზე განაცხადების მიღება 25 თერვლამდე გაგრძელდება. წელს ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი, ხოლო შემოდგომაზე დაჯილდოების საზეიმო... 07.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-07T13:50+0400
2023-02-07T13:50+0400
2023-02-07T13:50+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23322/84/233228408_0:103:1000:666_1920x0_80_0_0_ffb997724fa86533c5b2bff5aec1c083.jpg
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო, ნათქვამია კონკურსის ოფიციალურ გვერდზე.ავტორებმა და გამომცემლებმა წიგნების კონკურში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებ-გვერდზე saba.com.ge.კონკურსის პირობების თანახმად, ავტორმა/გამომცემელმა უნდა წარმოადგინოს საკონკურსო წიგნის 5 ბეჭდური ეგზემპლარი. კონკურსზე განიხილება წინა კალენდარული წლის განმავლობაში წიგნად/ელექტრონულ წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ტექსტი (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა, ლიტერატურული კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა) და თარგმანი. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკურსზე წარდგენილი წიგნი არ უნდა იყოს განმეორებითი გამოცემა, წარმოდგენილი წიგნი უნდა იყოს ამ ტექსტის პირველი გამოცემა.2023 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური ცხრა ნომინაციაში გამოავლენს:მარტში საკონკურსო წიგნების გრძელი სია გამოქვეყნდება. ასევე, კონკურსის მსვლელობის პარალელურად, ამ წიგნების ელექტრონული ვერსიებიც განთავსდება SABA Reader-ში და მკითხველებს მათი გაცნობის საშუალება ექნებათ. წელს კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი, ხოლო დაჯილდოების საზეიმო ცერემონია შემოდგომაზე გაიმართება.ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა" „თიბისი ბანკმა“, პოეტმა რატი ამაღლობელმა და მწერალმა დათო ტურაშვილმა 2002 წელს დააფუძნეს.დაარსების დღიდან „საბამ“ არაერთი მწერლის ნაწარმოები შეაფასა, კერძოდ 4500-მდე წიგნი განიხილა, 196 პრემია გასცა და150-ზემეტი ავტორი დააჯილდოვა (მათგან არაერთი ავტორი დაჯილდოვდა მინიმუმ ორჯერ და მეტჯერ). ჟიურიში კი90-მდე მწერალმა და ლიტერატორმა იმუშავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23322/84/233228408_0:0:888:666_1920x0_80_0_0_ddc9db77156f9591ccaddd942d947fdf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ XXI კონკურსი გამოაცხადა
ლიტერატურულ კონკურსზე განაცხადების მიღება 25 თერვლამდე გაგრძელდება. წელს ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი, ხოლო შემოდგომაზე დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაა დაგეგმილი.
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო, ნათქვამია კონკურსის ოფიციალურ გვერდზე.
ავტორებმა და გამომცემლებმა წიგნების კონკურში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებ-გვერდზე
saba.com.ge.კონკურსის პირობების თანახმად, ავტორმა/გამომცემელმა უნდა წარმოადგინოს საკონკურსო წიგნის 5 ბეჭდური ეგზემპლარი. კონკურსზე განიხილება წინა კალენდარული წლის განმავლობაში წიგნად/ელექტრონულ წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ტექსტი (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა, ლიტერატურული კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა) და თარგმანი. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკურსზე წარდგენილი წიგნი არ უნდა იყოს განმეორებითი გამოცემა, წარმოდგენილი წიგნი უნდა იყოს ამ ტექსტის პირველი გამოცემა.
2023 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური ცხრა ნომინაციაში გამოავლენს:
საუკეთესო პოეტური კრებული
საუკეთესო პროზაული კრებული
საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.
მარტში საკონკურსო წიგნების გრძელი სია გამოქვეყნდება. ასევე, კონკურსის მსვლელობის პარალელურად, ამ წიგნების ელექტრონული ვერსიებიც განთავსდება SABA Reader-ში და მკითხველებს მათი გაცნობის საშუალება ექნებათ. წელს კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი, ხოლო დაჯილდოების საზეიმო ცერემონია შემოდგომაზე გაიმართება.
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა" „თიბისი ბანკმა“, პოეტმა რატი ამაღლობელმა და მწერალმა დათო ტურაშვილმა 2002 წელს დააფუძნეს.
დაარსების დღიდან „საბამ“ არაერთი მწერლის ნაწარმოები შეაფასა, კერძოდ 4500-მდე წიგნი განიხილა, 196 პრემია გასცა და150-ზემეტი ავტორი დააჯილდოვა (მათგან არაერთი ავტორი დაჯილდოვდა მინიმუმ ორჯერ და მეტჯერ). ჟიურიში კი90-მდე მწერალმა და ლიტერატორმა იმუშავა.