ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის 2,5 მლნ ლარი გამოეყო

© photo: Sputnik / Stringerქარიშხლის შედეგები
ქარიშხლის შედეგები
 - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2023
გამოწერა
იანვარში ძლიერ ქარს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
იანვრის შუა რიცხვებში დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი იყო, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზიანა ინფრასტრუქტურა სამ რეგიონში, სერიოზული ტრავმა მიიღო რამდენიმე ადამიანმა, ერთი კი დაიღუპა.
ძლიერმა ქარმა ლანჩხუთში კერძო სახლების, საბავშვო ბაღებისა და სკოლების სახურავები და ადმინისტრაციული შენობები დააზიანა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულების შესაბამისად, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 2,5 მლნ ლარი გამოეყო. დაზარალებულ 100 ოჯახს თუნუქისა და ხის მასალა გადაეცა - ჯამში 384 ოჯახს გაეწევა დახმარება.
როგორც ადრე საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, ქარიშხლის მიერ მიყენებული ზარალის ოდენობამ სამ რეგიონში – სამეგრელო–ზემო სვანეთში, გურიასა და იმერეთში 20 მლნ ლარს მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0