ჯემალ ღაღანიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

© courtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaჯემალ ღაღანიძე
ჯემალ ღაღანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2023
გამოწერა
ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე საბურთალოს სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს.
ჯემალ ღაღანიძე თაყვანისმცემლებმა რუსთაველის თეატრიდან ტაშით გააცილეს. მსახიობთან გამოსამშვიდობებლად სახელმწიფოს პირველი პირები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, სხვა პოლიტიკოსები და კულტურის მოღვაწეები მივიდნენ.
ქართველი მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 1933 წლის 21 აპრილს თბილისში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.
ღაღანიძეს განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. მათგან აღსანიშნავია: წიწოლა („ბახტრიონი“), გიორგი („მზიანი ღამე“), არჩილ ფორია („გვადი ბიგვა“), ფირუზა („მეტეხის ჩრდილში“), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი („ხანუმა“), ლავრენტი და მამამთილი („კავკასიური ცარცის წრე“), I ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), II ალქაჯი („მაკბეტი“).
გადაღებულია ფილმებში: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ , „კარდაკარ“ , „ფეოლა“, „ვინ არის დამნაშავე“, „კაპიტნები“, „მოიტაცეს თამარ ქალი“.
2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ ჯემალ ღაღანიძის „ვარსკვლავი“ გაიხსნა. 2022 წელს ჯემალ ღაღანიძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
ყველა ახალი ამბავი
0