თურქეთის პროვინცია ქაჰრამანმარაშში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი გაზიანთეპიდან 37 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 10 კილომეტრის... 07.02.2023-ს, Sputnik საქართველო
თურქეთის პროვინცია ქაჰრამანმარაშში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი გაზიანთეპიდან 37 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. სხვადასხვა ქალაქებში ასობით შენობა დაინგრა
მიწისძვრას 32 აფთერშოკი მოყვა, ყველაზე ძლიერი 6,6 მაგნიტუდის იყო. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა სირიის რამდენიმე პროვინციაში, ასევე ლიბანსა და ერაყში.
მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სახლი რიო-დელში, კალიფორნია, 2022 წლის 20 დეკემბერი. სტიქიის შედეგად დაზიანდა გზები, ელექტროენერგიის სადენები და სხვა ინფრასტრუქტურა
ადამიანები სხედან შენობის ნანგრევებში 6,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ირანის პროვინცია ჰორმოზგანში, 2022 წლის 2 ივლისი. მომხდარის შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა 19 ადამიანი
ავღანელი მამაკაცი დგას სახლის ნანგრევებთან პაკტიკას პროვინციაში, სადაც 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შედეგად დაიღუპა 1000-ზე მეტი და ათობით ათასი უსახლკარდოს დარჩა. 2022 წლის 24 ივნისი
სუშიმეიკერი აკიო ჰანზავა საკუთარი რესტორნის ნანგრევებთან მიაგის პრეფექტურაში, 2022 წლის 17 მარტი. 7,3 ბალიანი მიწისძვრა იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილში 16 მარტს მოხდა
სან-ხუან-ობისპოს სახელობის ეკლესიის დაზიანებული კედელი გვატემალადან 35 კმ-ში, ქალაქ ამატიტალნში, სადაც 6,2 ბალიანი მიწისძვრა მოხდა 2022 წლის 16 თებერვალს
დაზიანებული საკანალიზაციო სისტემა იაპონიის სამხრეთ-დასავლეთში წყნარი ოკეანის სანაპიროს მახლობლად, სადაც 2022 წლის 22 იანვარს 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოსდა