https://sputnik-georgia.com/20230206/uamindoba-saqartvelosi-ra-sezrudvebi-moqmedebs-gzebze-274633568.html
უამინდობა საქართველოში - რა შეზღუდვები მოქმედებს გზებზე
უამინდობა საქართველოში - რა შეზღუდვები მოქმედებს გზებზე
Sputnik საქართველო
შეზღუდვები ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და დაბალი ტემპერატურის გამო დაწესდა. 06.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-06T21:37+0400
2023-02-06T21:37+0400
2023-02-06T22:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
ვითარება გზებზე
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/09/273755644_0:208:1200:883_1920x0_80_0_0_97e7edbf06f85b0dbfd685687b849992.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.კერძოდ, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ასევე მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აიკრძალა საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-112 კმ მონაკვეთზე და ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი–კარწახის საავტომობილო გზის 1-36,5 კმ მონაკვეთზე. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე შეზღუდვები თოვლის, ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო დაწესდა.უწყების ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.საქართველოს მასშტაბით გზებზე სხვა შეზღუდვებიც მოქმედებს.წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/09/273755644_0:95:1200:995_1920x0_80_0_0_b6bf7f813e0fe1138d7ac53f81e7ffcc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონები
უამინდობა საქართველოში - რა შეზღუდვები მოქმედებს გზებზე
21:37 06.02.2023 (განახლებულია: 22:45 06.02.2023) შეზღუდვები ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და დაბალი ტემპერატურის გამო დაწესდა.
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აიკრძალა საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-112 კმ მონაკვეთზე და ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი–კარწახის საავტომობილო გზის 1-36,5 კმ მონაკვეთზე. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე შეზღუდვები თოვლის, ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო დაწესდა.
უწყების ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საქართველოს მასშტაბით გზებზე სხვა შეზღუდვებიც
მოქმედებს.