https://sputnik-georgia.com/20230206/saqartvelos-cempionati-fexburtsi-26-tebervals-iwyeba-274585680.html
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 25 თებერვალს იწყება
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 25 თებერვალს იწყება
2023 წლის სეზონის პირველ მატჩში „სამტრედია“ „თელავს“ უმასპინძლებს. 06.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-06T10:00+0400
2023-02-06T10:00+0400
2023-02-06T14:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24622/78/246227882_0:84:3000:1772_1920x0_80_0_0_1e66dd609f105292fb451756f11341e0.jpg
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველი ტურის მატჩები 25 თებერვალს გაიმართება.ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, 2023 წლის სეზონის პირველ მატჩში უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული „სამტრედია“ შინ „თელავს“ უმასპინძლებს, გორის „დილა“ კი გასული სეზონის ჩემპიონს თბილისის „დინამოს“ შეხვდება.პირველი ტურის დანარჩენი მატჩები 26 თებერვალს გაიმართება. შესვენება ეროვნულ ლიგაში 9 ივნისს დაიწყება, თამაშები 5 აგვისტოს განახლდება.რაც შეეხება ლიგა 2-ს, აქ სეზონი 28 თებერვალს იწყება. გასული სეზონის შედეგებით, ბოლნისის „სიონი“ და თბილისის „ლოკომოტივი“ ლიგა 2-ში დაქვეითდნენ.სისტემა ორივე ლიგაში ერთნაირია – ოთხი წრე, 36 ტური. სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე გასული გუნდი პირდაპირ დაქვეითდება ქვედა ლიგაში, ხოლო მერვე და მეცხრე ადგილზე გასული კლუბები ითამაშებენ პლეი-ოფის მატჩებს მომდევნო ლიგის მეორე და მესამე ადგილოსნებთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24622/78/246227882_263:0:2736:1855_1920x0_80_0_0_8946011808101936024883f28e810035.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 25 თებერვალს იწყება
10:00 06.02.2023 (განახლებულია: 14:59 06.02.2023) 2023 წლის სეზონის პირველ მატჩში „სამტრედია“ „თელავს“ უმასპინძლებს.
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველი ტურის მატჩები 25 თებერვალს გაიმართება.
ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, 2023 წლის სეზონის პირველ მატჩში უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული „სამტრედია“ შინ „თელავს“ უმასპინძლებს, გორის „დილა“ კი გასული სეზონის ჩემპიონს თბილისის „დინამოს“ შეხვდება.
პირველი ტურის დანარჩენი მატჩები 26 თებერვალს გაიმართება. შესვენება ეროვნულ ლიგაში 9 ივნისს დაიწყება, თამაშები 5 აგვისტოს განახლდება.
რაც შეეხება ლიგა 2-ს, აქ სეზონი 28 თებერვალს იწყება. გასული სეზონის შედეგებით, ბოლნისის „სიონი“ და თბილისის „ლოკომოტივი“ ლიგა 2-ში დაქვეითდნენ.
სისტემა ორივე ლიგაში ერთნაირია – ოთხი წრე, 36 ტური. სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე გასული გუნდი პირდაპირ დაქვეითდება ქვედა ლიგაში, ხოლო მერვე და მეცხრე ადგილზე გასული კლუბები ითამაშებენ პლეი-ოფის მატჩებს მომდევნო ლიგის მეორე და მესამე ადგილოსნებთან.